სიემომისლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიემომისლი
Ziemomysł
Siemomysł.PNG
პოლონეთი პოლიანთა მთავარი
მმართ. დასაწყისი:
მმართ. დასასრული:
წინამორბედი: ლეცკო (ლეშეკი)
მემკვიდრე: მიეშკო I
დაბ. თარიღი:
შვილები: მიეშკო I, ჩტიბორი
დინასტია: პიასტი
მამა: ლეცკო (ლეშეკი)

სიემომისლი (პოლ. Siemomysł) — ნახევრად ლეგენდარული პოლიანთა მთავარი პიასტების დინასტიიდან, ის ცნობილია მხოლოდ გალ ანონიმის ქრონიკების მიხედვით, რომლის მიხედვით მან ტახტი მიიღო მამის სიკვდილის მერე. ის იყო სინამდვილეში არსებული მთავარ მიეშკო I-ის მამა და «სამჯერ უფრო მაღლა ასწია წინაპართა ხსოვნა მისი კეთილშობილებით და ღირსებით»[1].

სიემომისლის ისტორიულობაში როგორც სხვა პიასტებისა რომლებიც მიეშკო I-მდე იყვნენ, ეჭვი შეაქვთ. ამ ბოლო დრომდე პოლონელი ისტორიკოსები მას უწოდებდნენ Ziemomysł (ეს ფორმა გავრცელდა პოპულარული ნაწარმოების «პიასტების გენიოლოგია» - ოსვალდ ბალცერი (1895) გავლენით), მაგრამ ბოლო დროს ბოლო კვლევების შედეგად მისი სახელი დააზუსტეს - Siemomysł. ეს სხვანაირად კითხვა დაკავშირებულია იმასთან რომ ადრე სახელის ეტიმოლოგიას უკავშირებდნენ მნიშვნელობას «მიწაზე მოფიქრალს»[2], ამ დროს როდესაც სახელის წარმოშობა დაკავშირებულია სლავური სიტყვიდან «семя» - ოჯახი, ჯილაგი, გვარი[3].

მისი ცხოვრებისა და მმართველობის წლები არაა ცნობილი. ჰიპოტეტურად ის უნდა დაბადებულიყო მიახლოებით 930 წ. (ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სიემომისლის მმართველობა ძალიან მოკლე იყო, ხოლო თვითონ დაიბადა მიახლოებით 950 წ.). სიემომისლს ჩვეულებრივ მიაწერენ პოლიანთა, გოპლიანთა და მაზოველების მიწების გაერთიანებას, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს მომხდარიყო მისი მამის მმართველობის დროს. ჰენრიხ ლოვმიანსკის ჰიპოთეზის მიხედვით, 954 წ. სიემომისლმა მხარი დაუჭირა უკრანების ტომების აჯანყებას გერმანელების წინააღმდეგ[4].

მთავრის ცოლის (ან ცოლების) სახელი არაა ცნობილი. ერთი ვერსიით, მისი მეუღლე იყო ლიახების მთავრის ვლოდისლავის ქალიშვილი[5] ამასთან წყაროების ნაკლებობა არ იძლევა საშუალებას ითქვას რომ ეს ვერსია უტყუარია. ჩეხი ქრონიკის ვაცლავ გაეკის მიხედვით, მიეშკო I-ის დედა იყო გორკა, რომლის სახელი სხვა წყაროებში არ გვხვდება, მაგრამ ამ ცნობის საეჭვოება ჯერ კიდევ ბალცერმა აღნიშნა[6].

ცნობილია სიემომისლის სამი ვაჟიშვილის შესახებ. ალბათ უფროსი იყო - მიეშკო, რომელიც გახდა მთავარი მამის სიკვდილის შემდეგ, თუმცა უფროსი შეიძლება ყოფილიყო 964 ან 965 წლებში გარდაცვლილი (ბალცერის მიხედვით, 963 წ.) ვაჟი რომლის სახელი უცნობია. სიემომისლის უმცროსი ვაჟი იყო ჩტიბორი[7].

სავსებით შესაძლებელია, რომ სიემომისლის ქალიშვილი ყოფილიყო სახელად უცნობი პომორიეს მთავრის მეუღლე[8]. ეს ვერსია დაფუძნებულია იმ ფაქტზე რომ, სიემომისლის სახელს ატარებდა პომორიის მთავარი, რომელიც მოხსენიებულია წყაროებში 1046 წელს. ზოგი მეცნიერი კი თვლის რომ ის იყო მიეშკო I-ის ქალიშვილი[9][10].

ოსვალდ ბალცერი თავის ნაწარმოებში «პიასტების გენეოლოგიაში» სიემომისლს მიაწერს ვაჟს პროკუის, რომელსაც, როგორც ეხლაა მიღებული, არ ააქვს კავშირი პიასტების დინასტიასთან, და ქალიშვილს ადელაიდას, ლეგენდარულ «თეთრ მთავრის ქალს» — ადრეულ პოლონურ ისტორიოგრაფიაში პოპულარული სახე[11].

წყაროები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Buczek K. Zagadnienie wiarygodności dwu relacji o początkowych dziejach państwa polskiego // Prace z dziejów Polski Feudalnej ofiarowane Romanowi Grodeckiemu. — Warszawa, 1960. — S. 45.
  • Gieysztor A. Siemomysł książę polański // Słownik Starożytności Słowiańskich. — T. 5, 1975. — S. 168.
  • Jasiński K. Rodowód pierwszych Piastów. — Warszawa-Wrocław, 1992.
  • Jasiński K. Siemomysł // Polski Słownik Biograficzny. — T. 37. — 1992. — S. 58-59.
  • Koneczny F. Dzieje Polski za Piastówю — Kraków, 1902. — S. 28.
  • Łowmiański H. Dynastia Piastów we wczesnym średniowieczu // Początki Państwa Polskiego. — T. 1. — Poznań, 1962.
  • Łowmiański H. Początki Polski. — T. 5. — Warszawa, 1973.
  • Trawkowski S. Jak powstawała Polska. — Wyd. 5. — Warszawa, 1969.
  • Wojciechowski Z. Polska nad Wisłą i Odrą. Katowice, 1939. — S. 34.
  • Wyrozumski J. Dzieje Polski piastowskiej (VIII wiek-1370). — Kraków, 1999. — S. 70.

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. გალ ანონიმი. ქრონიკა ან პოლონეთის მმართველთა ქმედებანი ქრონიკა ან პოლონეთის მმართველთა ქმედებანი. წიგნი I // სლავური ქრონიკები / თარგმანი ლ. მ. პოპოვი — თარგი:მ.: გლაგო;ო, 1996. — С. 334.
  2. "დიდიპოლონეთის ქრონიკა" მოსკოვის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ფურცელი 65-66, გვერდი 264
  3. Jasiński K. Rodowód pierwszych Piastów. — Warszawa, 1992 (репринт). — S. 46-47.
  4. Łowmiański H. Początki Polski. — T. 5. — Warszawa, 1973. — S. 512—513.
  5. Powierski J. O pochodzeniu imienia Władysław w dynastii piastowskiej. Przyczynek do stosunków polsko-ruskich w X—XII w. // Zeszyty Naukowe Wydziału Humanistycznego Uniwersytetu Gdańskiego, Historia. — № 14 (1984). — S. 43.
  6. Balzer O. Genealogia Piastów. — Wyd. II. — Kraków 2005. — S. 44.
  7. Jasiński K. Rodowód pierwszych Piastów. — Warszawa, 1992 (репринт). — S. 90.
  8. Łowmiański H. Początki Polski. — T. 5. — Warszawa, 1973. — S. 418.
  9. Labuda G. Mieszko I // PSB. — T. 21. — 1976. — S. 33.
  10. Siemomysł // Ludzie pomorskiego średniowiecza, Gdańskie Towarzystwo Naukowe. — Seria popularnonaukowe «Pomorze Gdańskie». — № 13. — 1981ю — S. 124.
  11. Jasiński K. Rodowód pierwszych Piastów. — Warszawa, 1992 (репринт). — S. 71-72.