ლაიოშ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაიოშ II
ლუდოვიკ II
უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე
კორონაცია: 11 მარტი, 1509, პრაღა
მმართ. დასაწყისი: 1516
მმართ. დასასრული: 29 აგვისტო, 1526
წინამორბედი: ვლადისლაუს II
მემკვიდრე: ფერდინანდ I
იანოშ I ზაპოლიაი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 ივლისი, 1506
დაბ. ადგილი: ბუდაპეშტი
გარდ. თარიღი: 29 აგვისტო, 1526
გარდ. ადგილი: მოჰაჩი, უნგრეთი
მეუღლე: მარია ავსტრიელი
შვილები: იანოს ვასი
დინასტია: იაგიელონი
მამა: ვლადისლაუს II
დედა: ანა დე ფუა-კანდალი
რელიგია: კათოლიციზმი

ლაიოშ II, ლუდოვიკ II (უნგრ. Lajos, ჩეხ. Ludvík Jagellonský; დ. 1506 — გ. 1526) — უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე 1516-1526 წლებში.

ლაიოშ II დაიბადა 1506 წლის 1 ივლისს, უნგრეთში. უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფის, ვლადისლაუს II-ისა და ანა ფოიქს-კანდალის ოჯახში.

1516 წელს უნგრეთში დატრიალდა ტრაგედია: გარდაიცვალა ვლადისლაუს მეორე და პატარა პრინც ლაიოშს ტახტზე ასვლა 10 წლის ასაკში მოუხდა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო. მისი კორონაცია მოხდა 1509 წლის 11 მარტს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, როცა ის 13 წლის იყო.

მოჰაჩის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1526 წელს, ოსმალეთის იმპერიის სულთანი სულეიმან I 100 000 ჯარისკაცთან ერთად უნგრეთის ასაღებად გაემართა. 20 წლის გამოუცდელ ლაიოშს, მხოლოდ 25 000 მეომარი ჰყავდა. არაერთხელ ეცადნენ მის დარწმუნებას, რომ სულთანს დანებებოდა, მაგრამ მან არავის დაუჯერა და ოსმალებთან გაშლილ ველზე ბრძოლა არჩია. 29 აგვისტოს, გაშლილ ველზე, ერთმანეთის პირისპირ დადგა 25 000 ჯარისკაცი 100 000-ის წინააღმდეგ. ლაიოში თავის ჯარისკაცებთან ერთად გააფთრებით იბრძოდა. სწორედ ამიტომ გაება ოსმალების დაგებულ მახეში და იწვნია გამანადგურებელი მარცხი. თავადაც ამ ბრძოლაში გარდაიცვალა.

ოსმალთა მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე შეიქმნა ოსმალეთის უნგრეთი და მისი მეფე გახდა ჰაბსბურგების დინასტიის წარმომადგენელი ფერდინანდ I.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]