წყნაროკეანური დროის სარტყელი
წყნაროკეანური დროის სარტყელი აღნიშნავს სტანდარტულ დროს გრინვიჩის მერიდიანიდან 8 საათით უკან (UTC-8). ზაფხულში აღნიშნული სხვაობა იცვლება (UTC-7)-მდე.
აშშ-სა და კანადაში ამ დროის სარტყელს წყნაროკეანურ დროს (PT) უწოდებენ. დადგენილია წყნაროკეანური სტანდარტული დრო (PST) (ზამთარში) და წყნაროკეანური ზაფხულის დრო (PDT) (ზაფხულში). კანადა მიჰყვება აშშ-ის ზაფხულის დროს. მექსიკაში დროის სარტყელი UTC-8, ცნობილია როგორც ჩრდილო-დასავლური დროის სარტყელი (Zona Noroeste), რომელიც ადრე სინქრონიზირებულ იქნა აშშ-ის ზაფხულის დროსთან.
ეს სარტყელი მდებარეობს - ალასკის დროის სარტყელზე ერთი საათით წინ, მთის დროის სარტყელზე ერთი საათით უკან და აღმოსავლეთ დროის სარტყელზე სამი საათით უკან.
მთავარი ქალაქები [რედაქტირება]
მიახლოებული შეფასებით ამ დროის სარყლის მოსახლეობა 53,462,949 კაცს შეადგენს. აქ გაერთიანებულია ვაშინგტონის, ორეგონის, ნევადის, კალიფორნიის, ქვედა კალიფორნიის, ბრიტანეთის კოლუმბიის და იუკონის ტერიტორიები.
1,000,000 მცხოვრებზე მეტი
- ლოს-ანჯელესი, აშშ
- სან-დიეგო, აშშ
- ტიხუანა, მექსიკა
700,000 მცხოვრებზე მეტი
- სან-ფრანცისკო, აშშ
- სან-ხოსე, აშშ
- მეხიკალი, მექსიკა
400,000 მცხოვრებზე მეტი
- ენსენადა, მექსიკა
- ფრესნო, აშშ
- ლას-ვეგასი, აშშ
- ლონგ-ბიჩი, აშშ
- ოკლენდი, აშშ
- პორტლენდი, აშშ
- სიეტლი, აშშ
- საკრამენტო, აშშ
- სურეი, კანადა
- ვანკუვერი, კანადა
200,000 მცხოვრებზე მეტი
- ანაჰეიმი, აშშ
- ბეიკერსფილდი, აშშ
- ბარნაბი, კანადა
- ფრემონტი, აშშ
- ჰენდერსონი, აშშ
- ირვინი, აშშ
- მოდესტო, აშშ
- რენო, აშშ
- რივერსაიდი, აშშ
- სანტა-ანა, აშშ
- სპოკანი, აშშ
- სტოქტონი, აშშ
- ტაკომა, აშშ
- ვიქტორია, კანადა
სტატიის