One Direction
| One Direction | ||
|---|---|---|
ჯგუფი 2012 წელს
|
||
| ბიოგრაფია | ||
| ჟანრ(ებ)ი | პოპი | |
| აქტიური | 2010–დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Syco, Columbia | |
| საიტი | ოფიციალური საიტი | |
| წევრები | ||
| ნაილ ჰორანი ზეინ მალიკი ლიამ პეინი ჰარი სტაილზი ლუი ტომლინსონი |
||
One Direction — ბრიტანულ-ირლანდიური ბოიბენდი. მასში შედიან ვოკალისტები ნაილ ჰორანი, ზეინ მალიკი, ლიამ პეინი, ჰარი სტაილზი, ლუი ტომლინსონი. ჯგუფმა პოპულარობა მოიპოვა შოუს The X Factor ბრიტანული ვერსიის დახმარებით.
One Direction-ის პირველი ალბომი Up All Night ჩაიწერა 2011 წელს და გამოიცა ლეიბლზე Syco Records, რომელიც საიმონ ქოველმა დააარსა 2002 წელს. ამ ალბომში შედიოდა კელი კლარკსონის დაწერილი სიმღერა "Tell Me a Lie" და ედ შირენის "Moments". ჯგუფმა "What Makes You Beautiful" პირველად ცოცხლად შეასრულა გადაცემა Red or Black?-ში 2011 წლის 10 სექტემბერს. ტურნე Up All Night Tour დაიწყო 2011 წლის 18 დეკემბერს და დასრულდა 2012 წლის მაისში. ჯგუფის რიგით მეორე ალბომი Take Me Home გამოვიდა 2012 წლის 9 ნოემბერს. ალბომის I სინგლი იყო "Live While We're Young", რომლის ვიდეო-კლიპი ამავე წლის 28 სექტემბერს გამოვიდა. ისინი ამჟამად თანამშრომლობენ Columbia Records-თან. One Direction აქტიურადაა ჩაბმული ქველმოქმედებაში და კომერციული მხარდაჭერა აქვს Pokémon, Nokia, HarperCollins და Hasbro-სგან.
დისკოგრაფია [რედაქტირება]
- Up All Night (2011)
- Take Me Home (2012)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
||||||||||||||||||||