ტრანსფორმერები (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრანსფორმერები
რეჟისორი მაიკლ ბეი
პროდიუსერი იან ბრაისი
ტომ დესანტო
ლორენცო დი ბონავენტურა
დონ მერფი
სცენარის ავტორი რობერტო ორსი
ალექს კურცმანი
როლებში შია ლაბეფი
ჯოშ დუჰამელი
ტაირის გიბსონი
მეგან ფოქსი
რეიჩელ ტეილორი
ენტონი ანდერსონი
ჯონ ტურტურო
ჯონ ვოითი
კომპოზიტორი სტივ იაბლონსკი
ოპერატორი მიტჩელ ამუნდსენი
მონტაჟი პოლ რუბელი
გლენ სკანტლბური
კინოსტუდია DreamWorks Pictures
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 28 ივნისი 2007 (2007-06-28) (ავსტრალია)
4 ივლისი 2007 (2007-07-04) (აშშ/კანადა)
ხანგრძლივობა 144 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $150 მილიონი[1]
შემოსავალი $709,709,780[2]
შემდეგი: ტრანსფორმერები: ფოლენის შურისძიება
IMDb პროფილი

ტრანსფორმერები — 2007 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ექშენი, რომელიც დაფუძნებულია კომპანია ჰასბროს ამავე სახელწოდების სათამაშოებზე. ფილმის რეჟისორია მაიკლ ბეი, აღმასრულებელი პროდიუსერი კი სტივენ სპილბერგი. სურათი მოგვითხრობს დედამიწაზე გამართული ომის შესახებ უცხოპლანეტელ რობოტთა ორ დაპირისპირებულ გუნდს, ავტობოტებსა და დეცეპტიკონებს შორის, რომელთაც შეუძლიათ „ტრანსფორმირდნენ“ მანქანებად. მთავარ პერსონაჟს, სემ უიტუიკის როლს ასრულებს შია ლაბეფი. ფილმში ასევე მონაწილეობენ მეგან ფოქსი, ჯოშ დუჰამელი, ტაირის გიბსონი, ჯონ ვოითი, ენტონი ანტერსონი და ჯონ ტურტურო. ტრანსფორმერთა ლიდერებს, ოპტიმუს პრაიმსა და მეგატრონს შესაბამისად ახმოვანებენ პიტერ კალენი და ჰუგო უივინგი.

პროდიუსერებმა დონ მერფიმ და ტომ დესანტომ პროექტზე მუშაობა დაიწყეს 2003 წელს. შემდეგ წელს მათ სპილბერგიც შეუერთდა, რომელმაც დაიქირავა სცენარისტები რობერტო ორსი და ალექს კურცმანი. მანქანები და სამხედრო თვითმფრინავები აშშ–ის შეიარაღებული ძალებისა და General Motors–ისგან იყო ნათხოვნი, რამაც ფილმის ბიუჯეტიც დაზოგა და საბრძოლო სცენებს რეალიზმიც შემატა. პრემიერამდე ჰასბრომ უზარმაზარი მხარდამჭერი კამპანია ჩაატარა.

შერეული კრიტიკული რეაქციის მიუხედავად, ტრანსფორმერები ძალიან წარმატებული იყო კინოგაქირავებაში.[2] სურათის შემოსავალმა $709 მილიონი შეადგინა. ის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმთა ნუსხაში ორმოცდამეხუთე, 2007 წელს გამოსულ ფილმთა შორის კი მეხუთე ადგილზეა. ვიზუალური ეფექტების საზოგადოების დაჯილდოებაზე ტრანსფორმერებმა ოთხი ჯილდო მოიგი. ოსკარის მე–80 დაჯილდოებაზე ფილმი წარდგენილი იყო ნომინაციებში საუკეთესო ხმა, საუკეთესო ვიზუალური ეფექტები და საუკეთესო ხმის მონტაჟი. მისი გაგრძელება, ტრანსფორმერები: ფოლენის შურისძიება გამოვიდა 2009 წლის 24 ივნისს. კომერციულად ის წინამორბედზე წარმატებული იყო, მიუხედავად იმისა რომ კრიტიკოლებმა ფილმი დაიწუნეს. მესამე ნაწილი, ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარე, 2011 წელს გამოვიდა სამ განზომილებაში და $1 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Tourtellotte, Bob. “"Transformers" film yields big bang on fewer bucks“, Reuters, Thomson Reuters, July 1, 2007. წაკითხვის თარიღი: August 19, 2010. „But the producers of "Transformers", Lorenzo di Bonaventura and Ian Bryce, say they have spent only $150 million on "Transformers", and they reckon they got a bargain.“ 
  2. 2.0 2.1 Transformers. Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 2008-02-13.