დიდი მეჯვრისხევი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი მეჯვრისხევისოფელი გორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მეჯუდის მარცხენა ნაპირას. ტირიფონის არხის მარჯვენა მხარეს. მეჯვრისხევის საკრებულოს ცენტრი (სოფლები:ზერტი, კვარხითი, მეჯუდისპირი, პატარა მეჯვრისხევი). ზღვის დონიდან 800 მეტრი, გორიდან 20 კილომეტრი.

[რედაქტირება] ისტორია

სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რასაც მოწმობს მის ტერიტორიაზე ნაპოვნი ბრინჯაოს ცულები, შუბები და სხვა სამეურნეო თუ საბრძოლო დანიშნულების იარაღი. იგი მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარეობდა და V-XVII საუკუნეებში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში. მეჯვრისხევი ქართლის რეგიონში განთქმული იყო მოჭიქული თიხის ჭურჭლის წარმოებით. ჭიქურის დასამზადებლად იყენებდნენ სოფლის მიდამოებში არსებულ კვარცის ქვიშას. სოფელ მეჯვრისხევში 1605 წელს საზაფხულოდ იდგა და მოულოდნელად გარდაიცვალა ქართლის მეფე გიორგი X. XVIII საუკუნის დასაწყისში აქ ლეკებთან ბრძოლაში დამარცხდა და დაიღუპა ოსმალთა გარნიზონის სარდალი გორის ფაშა. ლეკების ალაგმვა შეძლო მხოლოდ ძლიერმა ფეოდალმა გივი ამილახვარმა, რომელმაც ქართველთა ლაშქრით სოფელთან ბრძოლა გაუმართა მტერს და სასტიკად დაამარცხა იგი. XIX საუკუნის 80-იან წლებში მეჯვრისხევი წარმოადგენდა ახლომდებარე სოფლების ცენტრს და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამ მხარის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 526, თბილისი, 1978 წ.
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები