კაბო-დე-გატის ბუნების პარკი
| კაბო-დე-გატის ბუნების პარკი
Parque Natural del Cabo de Gata-Níjar |
|
|---|---|
|
IUCN კატეგორია V (დაცული ლანდშაფტი)
|
|
| მდებარეობა | ალმერია, ესპანეთი |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 460 კმ² |
| დაარსდა | 1997 |
| სტუმრობა | 500,000 (1998) |
| მმართველი ორგანო | ანდალუსიის ავტონომიური მთავრობა |
კაბო-დე-გატის ბუნების პარკი — ბუნების პარკი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ქალაქ ალმერიის სიახლოვეს. წარმოადგენს დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა ევროპის უდიდეს სახმელეთო-საზღვაო ნაკრძალს. მისი ფართობი 460 კმ²-ია და მოიცავს ქალაქ კარბონერასს სიერა-დე-კაბო-დე-გატის მთათა სისტემას, ასევე 120 კმ² ზღვას, როგორც საწყლოსნო ნაკრძალს. კლიმატი ნახევრადმშრალია და ეს პარკი წარმოადგენს ევროპის უმშრალეს ადგილს. 1997 წელს იუნესკომ გააფორმა როგორც ბიოსფერული ნაკრძალი.
პარკი ხასიათდება ვულკანური ფორმაციებით - ლავით, ვულკანური გუმბათებით, კალდერებით. ზღვისგან გამოყოფილია 400 მ სიგანის ქვიშიანი სანაპიროთი. 2006 წელს შეუერთდა იუნესკოს გლობალურ გეოგრაფიულ პარკთა ქსელს.[1]
პარკში საშუალო წლიური ტემპერატურა 18 °C -ია, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით აქ დაბალია და წელიწადში 120 - 180 მმ-ს შეადგენს.
გავრცელებულია დაახლოებით 1.000 სახეობის მცენარე, მათ შორის ენდემურებიც და 1.100 სახეობის ცხოველი და ფრინველი, რომელთა შორის უმრავლესი ფრინველია, რის გამოც ევროკავშირმა პარკი ფრინველთა დაცვის მიზნით სპეციალურ დაცულ ტერიტორიად გამოაცხადა.
გალერეა [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- კაბო-დე-გატის ბუნებრივი პარკი (ფრანგული)
- კაბო-დე-გატის ბუნებრივი პარკი
- ფოტოები
- კაბო-დე-გატის ბუნებრივი პარკი (ესპანური)
- ფოტოები