ისლანდიის პლატო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისლანდიის მაღლობი
Kjolur-voldesert.jpg
HighlandSprengisandur.jpg
Iceland Landscape 4584.JPG

ისლანდიის მაღლობი მოიცავს ისლანდიის შიდა ტერიტორიის უდიდეს ნაწილს. მდებარეობს ზღვის დონიდან 400-500 მეტრზე და წარმოადგენს დაუსახლებელ ვულკანურ უდაბნოს. წვიმისა და თოვლის წყალი სწრაფად შეიწოვება მიწაში, რის გამოც აქ შეუძლებელია მცენარის გაზრდა. ტერიტორია ძირითადად ნაცრისფერი, შავი ან ყავისფერია და მოიცავს ლავასა და ვულკანურ ფერფლს. წარმოდგენილია რამდენიმე ოაზისი, ისიც მდინარეთა სიახლოვეს.

მაღლობი ასევე მოიცავს რამდენიმე მყინვარს. სწორედ მყინვარული მდინარეების პირასაა გავრცელებული მწირი მცენარეულობა. ზოგიერთ ადგილას შეინიშნება ვულკანური აქტივობა.

ისლანდიის მაღლობების გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ ზაფხულში, დანარჩენ პერიოდში გზები ჩაკეტილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]