ვენესუელის ყურე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვენესუელის ყურის მდებარეობა.
გუახირის ნახევარკუნძული (მარცხნივ) და ვენესუელის ყურე (ცენტრში), რომელიც მდებარეობს კარიბის ზღვის სამხრეთით.

ვენესუელის ყურე (ესპ. Golfo de Venezuela) — კარიბის ზღვის ყურე ვენესუელის ნაპირებთან, გუახირისა და პარაგუანის ნახევარკუნძულებს შორის. ყურის სანაპირო ზოლში მდებარეობს ვენესუელის ორი შტატი — სულია და ფალკონი, სანაპირო ზოლში აგრეთვე მდებარეობს კოლუმბიის დეპარტამენტი გუახირა.

ვენესუელის ყურის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 231 კილომეტრს, სიგანე 98 კილომეტრს, ხოლო სიღრმე 18-დან 71 მეტრამდე. სამხრეთით, ტაბლოსის სრუტის (6,5-22 კმ) მეშვეობით ეს ყურე გამოეყოფა მარაკაიბოს ტბას.

1499 წელს, ეს ადგილები ევროპელებმა აღმოაჩინეს, ექსპედიციას მეთაურობდა ალონსო დე ოხედა, რომელმაც გამოიკვლია სამხრეთ ამერიკის ეს ტერიტორია. ვენესუელის ყურე შედიოდა ესპანეთის იმპერიის შემადგენლობაში, ამ ტერიტორიაზე ვენესუელასა და კოლუმბიას შორის საზღვრები პირველად 1941 წელს გატარდა, ამ ორ სახელმწიფოს შორის ტერიტორიულ წყლებზე დავა ჯერ კიდევ გრძელდება.

ვენესუელის ყურეს გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა მთელს კარიბის ზღვაში, აქედან ხორციელდება მარაკაიბოს ტბაში მოპოვებული ნავთობის ექსპორტი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]