დიურან დიურანი
| დიურან დიურანი Duran Duran |
||
|---|---|---|
ჯგუფი ნიუ იორკში, 2005 წელს
|
||
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | ბირმინგემი, ინგლისი | |
| ჟანრ(ებ)ი | როკ-მუსიკა ახალი ტალღა პოპ როკი სინთპოპი ალტერნატიული როკი |
|
| აქტიური | 1978-დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | EMI, Capitol, Parlophone, Hollywood, Epic | |
| ვებ-გვერდი | www.duranduran.com | |
| წევრები | ||
| საიმონ ლე ბონი ნიკ როუდსი ჯონ ტეილორი როჯერ ტეილორი |
||
| ყოფილი წევრები | ||
| ენდი ტეილორი სტერლინგ კემპბელი უორენ კუკურილო სტივენ დაფი ენდი უიკეტი საიმონ კოული ალან კერტისი ჯეფ თომასი |
||
დიურან დიურანი (Duran Duran) — ინგლისური პოპ ჯგუფი, ცნობილი თავისი პოპულარული სინგლების სერიებით და კაშკაშა მუსიკალური ვიდეოებით. ის ყველაზე კომერციულად წარმატებული ჯგუფი იყო ახალ რომანტიკულ ჯგუფებიდან და ლიდერი ბენდი იყო MTV-ის მიერ განპირობებულ "მეორე ბრიტანული დაპყრობისა" აშშ-ში. ბოლო სამი ათწლეული განმავლობაში ჯგუფმა 21 სინგლის მოთავსება შეძლო ბილბორდის ცხელ 100-ეულში და 30-ისბრიტანეთის სინგლების ჩარტის ტოპ 40-ში. დიურან დიურანს 85 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] 1978–1980: პირველი წლები
ჯონ ტეილორმა და ნიკ როუდსმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი 1978 წელს, ბირმინგემში. სახელწოდება კოლექტივს დაერქვა ფილმის ბარბარელა პერსონაჟის ექიმ დიურანდ დიურანდის საპატივცემულოდ.
ჯგუფის პირველი ვოკალისტი იყო სტივენ დაფი. ტეილორს, როუდსსა და დაფის მალე შეუერთდა საიმონ კოლი. კოლი იყო ჯგუფის პირველი ბას-გიტარისტი, ისევე როგორც ტეილორი - პირველი გიტარისტი. ეს იყო ჯგუფის პირველი სრულყოფილი შემადგენლობა, რომელიც გამოდიოდა კონცერტებით. დასარტყამებისათვის და პერკუსიისათვის გამოიყენებოდა დრამ-მანქანა. დრო და დრო ჯგუფი იცვლიდა გიტარისტებს, მაგრამ 1979 წელს, მას შემდეგ რაც დაფიმ მიატოვა დიურან დიურანი, ადგილი ჰქონდა კიდევ რამდენიმე ცვლილებას. საიმონ ლებონის მოსვლამდე მნიშვნელოვან შემოქმედებით ძალას წარმოადგენდა ენდი ვიკეტი, რომელიც ცნობილია, როგორც ჰიტ-სინგლის Girls on Film ერთ-ერთი თანაავტორი.
[რედაქტირება] შემადგენლობა

- V: ვოკალი
- G: გიტარა
- K: კლავიშები
- B: ბასი
- D: დასარტყამები
[რედაქტირება] დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
- Duran Duran (1981)
- Rio (1982)
- Seven and the Ragged Tiger (1983)
- Arena (1984)
- Notorious (1986)
- Big Thing (1988)
- Liberty (1990)
- Duran Duran (The Wedding Album) (1993)
- Thank You (1995)
- Medazzaland (1997)
- Pop Trash (2000)
- Astronaut (2004)
- Red Carpet Massacre (2007)
- All You Need is Now (2010)