როჯერ ტეილორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როჯერ ტეილორი
Roger Taylor Vienna 1.11.2008.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი როჯერ მედოუზ-ტეილორი
დაბ. თარიღი 26 ივლისი, 1949 (1949-07-26) (64 წლის)
დერსინგჰემი, ნორფოლკი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი დასარტყმელი საკრავები, ვოკალი, გიტარა, ბას გიტარა, კლავიშიანი ინსტრუმენტები, სინთეზატორები, ტიმპანი, სტილოფონი, გონგი, ფორტეპიანო
აქტიური 1968–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Queen, Queen + Paul Rodgers, The Cross, Smile, Felix & Arty, იოშიკი

როჯერ მედოუზ-ტეილორი (ინგლ. Roger Meddows Taylor; დ. 26 ივნისი, 1949, King's Lynn, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი და მომღერალი. ყველაზე მეტად იგი ცნობილია როგორც ბრიტანული როკ-ჯგუფ Queen-ის დრამერი და თანმხლები ვოკალისტი. როგორც დრამერი იგი ცნობილია მისი უნიკალური ხმით და ითვლება 1970-80 წლების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან როკ დრამერად. როგორც კომპოზიტორი, ტეილორი მის ჯგუფს სიმღერებით მათი პირველივე ალბომებიდან ამარაგებდა - სულ ცოტა - ერთი სიმღერით თითო ალბომში.

ახალგაზრდობაში როჯერი ხშირად მღეროდა საკუთარი სიმღერების მთავარ პარტიას. ტეილორს დაწერილი აქვს ჯგუფის ოთი ჰიტი - Radio Ga Ga, A Kind of Magic, The Invisible Man და These Are the Days of Our Lives. იგი უკრავს უამრავ ინსტრუმენტზე გიტარის, ბასის და სინთეზატორის ჩათვლით. უკანასკნელ სოლო ალბომზე მხოლოდ იგი მღეროდა და უკრავდა ყველა ინსტრუმენტზე.

1980-იან წლებში ტეილორმა Queen-თან პარალელურად შექმნა ჯგუფი The Cross, სადაც იგი იყო ვოკალისტი და რითმ - გიტარისტი.

2005 წელს გაერთიანებულ სამეფოში, Planet Rock Radio -ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში არჩეულ იქნა მე-8 დრამერად კლასიკური როკ-მუსიკის ისტორიაში. „The Sunday Times“ ინფორმაციით კი იგი 2009 წლისთვის ფლობდა 65 მილიონ ფუნტს.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]