ბითლომანია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბითლომანია (ინგლ. Beatlemania) - ტერმინი, რომელიც წარმოიშვა 1960-იან წლებში და რომელიც აღნიშნავდა ჯგუფ „ბითლზის“ მიმართ განსაკუთრებულ და მანიაკალურ სიყვარულს.

ისტორია [რედაქტირება]

ბითლომანიის წარმოშობის დღედ ითვლება 1963 წლის 13 ოქტომბერი. ამ დღეს ”ბითლზი” კონცერტით წარსდგა ლონდონის დარბაზ პალადიუმში (ინგ. Palladium). მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი ინგლისის მასშტაბით გადაიცემოდა პროგრამით «კვირა დღე ლონდონის ”პალადიუმში”» (ინგ. Sunday Night At The London Palladium), ათასობით თაყვანისმცემელმა (ძირითადად მოზარდებმა) დაიკავეს საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ქუჩები იმის იმედით, რომ თუ კონცერტზე ვერ მოხვდებოდნენ, საკუთარი თვალით მაინც დაინახავდნენ ”ბითლზის” წევრებს. მთელი კონცერტის მანძილზე დარბაზში ისმოდა გამაყრუებელი ხმაური, რომელიც მუსიკასაც კი ფარავდა. კანცერტის დასრულების შემდეგ, როდესაც მუსიკოსები ტოვებდნენ დარბაზს, ქუჩაში მყოფმა თაყვანისმცემელთა ბრბომ თავიანთ კერპთა ნახვის წყურვილით მოაწყო ჭყლეტვა. ბითლებმა მანქანამდე მიაღწიეს მხოლოდ პოლიციის დაცვით. ორი დღის შემდეგ, 1963 წლის 15 ოქტომბერს, გაზეთ The Daily Mirror-ში დაიბეჭდა სტატია ”ბითლზის” მიერ ჩელტნემში ჩატარებული კონცერტის შესახებ. თაყვანისმცემელთა მოქმედების აღწერისას გამოყენებულ იქნა სიტყვა ”ბითლომანია”. ეს ტერმინი აიტაცეს სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმაც.

თუმცა ბითლომანია წარმოიშვა უფრო ადრე. „ბითლზის“ 1963 წლის საგაზაფხულო კონცერტებზე მათი თაყვანისმცემლები (უფრო მდედრობითი სქესის სიმრავლით) ჯგუფს ყიჟინითა და ისტერიული შეძახილებით ხვდებოდნენ, რომელიც ხშირად გულის წასვლითა და გონების დაკარგვითაც სრულდებოდა.

მას შემდეგ, რაც „ბითლზი“ 1964 წლის თებერვალში საგასტროლოდ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ბითლომანიამ გადაკვეთა ოკეანე. მალე კი ბითლომანიამ მოიცვა ევროპაც და ჩაკეტილი საბჭოთა კავშირიც კი.

ბითლომანიის გავლენა მსოფლიო კულტურაზე [რედაქტირება]

ბითლომანიამ უდიდესი გავლენა იქონია როგორც მსოფლიო მუსიკალურ კულტურაზე, ასევე კონკრეტულ შემსრულებლებზეც. მრავალი ცნობილი ადამიანი თავის დროზე იყო და ბევრი ახლაც არის ბითლომანი. მათ შორის იყვენენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორების არიან ჯგუფ „ქუინის“ ლიდერი ფრედი მერკური, ჯგუფ „ნირვანას“ სოლისტი კურტ კობეინი, ჯგუფ „Electric Light Orchestra“-ს ლიდერი ჯეფ ლინი და სხვ. აურაცხელია „ბითლზის“ სიმღერების სხვა ცნობილ თუ არაცნობილ შემსრულებელთა მიერ ჩაწერილი და კონცერტებზე შესრულებული ვერსიების რაოდენობა. მრავლადაა გამოცემული ასევე სხვადასხვა შემსრულებლის მიერ მთლიანი ალბომებიც კი გაჯერებული მხოლოდ „ბითლზის" სიმღერებით (ჯორჯ ბენსონის Abbey Road, ერიკ ფრემპტონისა და „ბი ჯისის“ Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band). ჯერ მარტო 1970-იანი წლების ბოლოსთვის არსებობდა გენიალური სიმღერის „Yesterday“ ათასზე მეტი ვერსია, ჩაწერილი ამა თუ იმ შემსრულებლების მიერ.

ცნობილ მუსიკოსთა მიერ შესრულებული „ბითლზის" სიმღერები [რედაქტირება]

„ბითლზის“ სიმღერები სხვადასხვა დროს ჩაწერეს ცნობილმა მუსიკოსებმა:

  • "Aerosmith" - Come Together
  • Elvis Presley - We Can Work It Out
  • "Electric Light Orchestra" - Day Tripper
  • Michael Jackson - Come Together
  • Phil Collins - Golden Slumbers/Carry That Weight/The End
  • Deep Purple: Here There And Everywhere, Help!
  • Ray Charles: Yesterday, Eleanor Rigby
  • Earth Wind And Fire - Got To Get You Into My Life