სექს პისტოლზი
| სექს პისტოლზი Sex Pistols |
||
|---|---|---|
ჯგუფის გამოსვლა 1977 წელს
|
||
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | ლონდონი, ინგლისი | |
| ჟანრ(ებ)ი | პანკ როკი | |
| აქტიური | 1975–1978 1996 2002–2003 2007–დღემდე |
|
| ლეიბლ(ებ)ი | EMI, A&M, Virgin, Warner Bros. |
|
| ასოციაციები | Public Image Ltd. The Professionals მალკოლმ მაკ-ლარენი The Rich Kids Neurotic Outsiders Vicious White Kids შემ პისტოლზი ექს პისტოლზი Siouxsie and the Banshees The Flowers of Romance |
|
| საიტი | http://www.sexpistolsofficial.com | |
| წევრები | ||
| ჯონ ლაიდონი სტივ ჯონსი პოლ კუკი გლენ მეტლოკი |
||
| ყოფილი წევრები | ||
| სიდ ვიშესი | ||
სექს პისტოლზი (ინგლ. Sex Pistols) — ინგლისური პანკ-როკ ჯგუფი, ჩამოყალიბებული ლონდონში, 1975 წელს. იგი იქცა ბრიტანული პანკ-ტალღის მთავარ მონაწილედ, რომელმაც დიდი გავლენა იქონია როგორც პანკ, ასევე ალტერნატიული როკის მუსიკოსებზე. მიუხედავად იმისა, რომ 70-იანებში ჯგუფის კარიერის ხანგრძლივობა მხოლოდ ორნახევარი წელი იყო და გამოიცა მხოლოდ ოთხი სინგლი და ერთი სტუდიური დისკი, Never Mind the Bollocks, Here's the Sex Pistols, სექს პისტოლზი ითვლება პოპულარული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კოლექტივად.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვოკალისტი ჯონ ლაიდონი (ჯონი როტენი), გიტარისტი სტივ ჯონსი, მედოლე პოლ კუკი და ბას გიტარისტი გლენ მეტლოკი. 1977 წელს მეტლოკი შეცვალა სიდ ვიშესმა. მენეჯერ მალკოლმ მაკ-ლარენის დახმარებით, ჯგუფმა სკანდალურად გაითქვა სახელი. მის კონცერტებს თან ახლდა სირთულეები ორგანიზატორებთან და მათი გამოჩენა ყოველთვის იწვევდა არეულობას. სექს პისტოლზის 1977 წლის სინგლმა „God Save the Queen“, რომელშიც ბრიტანეთის სოციალური კონფორმიზმისა და სამეფო გვირგვინის დაცვის კრიტიკას ჰქონდა ადგილი, დააჩქარა „პოპულარული მორალური ორომტრიალის უკანასკნელი და უდიდესი აფეთქება“.
1978 წლის იანვარში, აშშ ტურის დასასრულს, როტენმა დატოვა ჯგუფი და განაცხადა მისი დაშლის შესახებ. შემდეგი თვეების განმავლობაში მუსიკოსები იწერდნენ სიმღერებს მაკ-ლარენის ფილმისათვის, რომელიც სექს პისტოლზის ისტორიას ეხებოდა, „როკ-ენ-როლის უდიდესი ყალთაბანდობა“. 1979 წლის თებერვალში, ჰეროინის გადამეტებულად მოხმარების გამო გარდაიცვალა ვიშესი. 1996 წელს როტენმა, კუკმა და მეტლოკმა აღადგინეს ჯგუფი, ტურისათვის Filthy Lucre Tour. 2002 წლიდან ისინი კვლავ გამოდიან სხვადასხვა კონცერტზე. 2006 წლის 24 თებერვალს მოხდა მათი ტრიუმფალური შეყვანა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, მაგრამ მათ უარი თქვეს ცერემონიაზე დასწრებაზე, რადგან ამ მუზეუმს თვლიდნენ შარდის ლაქად.[1]
დისკოგრაფია [რედაქტირება]
- სტუდიური ალბომი
- Never Mind the Bollocks, Here's the Sex Pistols (28 ოქტომბერი 1977) # 1 ინგლისი, # 106 აშშ
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Sprague, David (24 თებერვალი 2006). Sex Pistols Flip Off Hall of Fame. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი 2008.
|
|||||||||||||||||||||||