საზოგადოებრივი ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საზოგადოებრივი ცენტრი
უწყების შესახებ
შეიქმნა 2012 წელი
ზემდგომი უწყება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
საიტი
www.centre.gov.ge

საზოგადოებრივი ცენტრი — სახელმწიფოს ინოვაციური პროექტი საქართველოში. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა. ცენტრში შესაძლებელია სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის, ეროვნული არქივის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს მექანიზატორის სერვისებით სარგებლობა.

ცენტრში განთავსებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ოფისი. მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეოკონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა. აქვე არის გამოყოფილი ადგილი ბანკომატისა და გადახდის აპარატისათვის, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ცენტრებში არის ასევე შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც სამოქალაქო საზოგადოებას, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლიათ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის წარსამართად, მათთვის ახალი სერვისების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებების გასაცნობად და მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებელი სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად.

ფილიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედი ცენტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად საქართველოში 33 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს:

  1. შაშიანი - გურჯაანის მუნიციპალიტეტი
  2. სართიჭალა - გარდაბნის მუნიციპალიტეტი
  3. გომი - ხაშურის მუნიციპალიტეტი
  4. რუისი - ქარელის მუნიციპალიტეტი
  5. ჭალადიდი - ხობის მუნიციპალიტეტი
  6. ხევი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
  7. მანგლისი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
  8. კოდა - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
  9. ფოკა - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
  10. ნიგოითი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
  11. ჯვარი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
  12. შორაპანი - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
  13. ყვარელწყალი - ახმეტის მუნიციპალიტეტი
  14. მუხაესტატე - ქობულეთის მუნიციპალიტეტი
  15. გეგუთი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
  16. მეჯვრისხევი - გორის მუნიციპალიტეტი
  17. კაჭრეთი - გურჯაანის მუნიციპალიტეტი
  18. ხიდისთავი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
  19. ნუკრიანი - სიღნაღის მუნიციპალიტეტი
  20. კორბოული - საჩხერის მუნიციპალიტეტი
  21. ღორეშა - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
  22. კაზრეთი - ბოლნისის მუნიციპალიტეტი
  23. შილდა - ყვარლის მუნიციპალიტეტი
  24. ორსანტია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
  25. ქვემო ნატანები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
  26. კაბალი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
  27. ლენტეხი - ლენტეხის მუნიციპალიტეტი
  28. ჩაქვი - ქობულეთის მუნიციპალიტეტი
  29. ხრეითი - ჭიათურის მუნიციპალიტეტი
  30. სადახლო - მარნეულის მუნიციპალიტეტი
  31. რუხი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
  32. დიდი ჯიხაიში - სამტრედიის მუნიციპალიტეტი
  33. მარტყოფი - გარდაბნის მუნიციპალიტეტი
  34. მუღანლო|მუღანლო - საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
  35. არხილოსკალო - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
  36. ტყვიავი - გორის მუნიციპალიტეტი

მშენებარე ცენტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს გაიხსნება:

  1. ბერძენაული - ქარელის მუნიციპალიტეტი
  2. კუმურდო - ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
  3. ბარალეთი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
  4. კიცხი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
  5. წალკა - წალკის მუნიციპალიტეტი
  6. ლაჯანა - ცაგერის მუნიციპალიტეტი
  7. ზედა უსახელო - ჭიათურის მუნიციპალიტეტი
  8. ვალე - ახალციხის მუნიციპალიტეტი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაზრდის ხელშესაწყობად. საქართველოს მთავრობამ განახორციელა რეფორმები საჯარო სექტორში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. შედეგად, ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში, მოსახლეობას საშუალება აქვს, ისარგებლოს ხარისხიანი სერვისებით, თუმცა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებზე დაბალია.

2011 წლიდან სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას, თვითმმართველ ერთეულებში მმართველობის გაუმჯობესების, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების და ადგილობრივი ინფრსტრუქტურის განვითარების გზით.

საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს მექანიზატორის სერვისებით, ცენტრში ასევე წარმოდგენილი არიან კერძო კომპანიები „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“.

მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოფლად განვითარებისა და თვითრეალიზების ახალი შესაძლებლობების შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებისა და ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით
  • ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება, საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელებაში თანამედროვე ტექნოლოგიების, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურული გარემოსა და მაღალკვალიფიციური კადრების გამოყენებით.

მიზნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფლიდან გაუსვლელად საჯარო და კერძო სექტორის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა
  • საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
  • სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შესაძლებლობების განვითარებისათვის თანაბარი პირობების შექმნა
  • სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირება სოფლად

პარტნიორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]