კაროლინა ვოზნიაცკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაროლინა ვოზნიაცკი
Caroline Wozniacki 01.jpg
ქვეყანა დროშა: დანია დანია
საცხოვრებელი ადგილი მონტე კარლო, მონაკო
დაბადების თარიღი 11 ივლისი, 1990
დაბადების ადგილი ოდენსე, დანია
სიმაღლე 1,77 მ
წონა 58 კგ
პროფესიონალი 18 ივლისი, 2005 წელი
თამაში მარჯვენა ხელით, ორივე ხელით დარტყმა
ფულადი პრიზი კარიერაში $$2,120,497
ერთეულები
რეკორდები კარიერაში: 162-66
ტიტულები კარიერაში: 10
უმაღლესი რეიტინგი: 8 (3 აგვისტო, 2009)
დიდი მუზარადის შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა მე-4 რაუნდი (2008)
საფრანგეთის ღია პირველობა მე-3 რაუნდი (2008)
უიმბლდონი მე-4 რაუნდი (2009)
აშშ-ის ღია პირველობა ნახევარფინალი(2009)
წყვილები
რეკორდები კარიერაში: 28–42
ტიტულები კარიერაში: 2 (2 WTA)
უმაღლესი რეიტინგი: 55 (24 აგვისტო, 2009)

კაროლინა ვოზნიაცკი (დ. 11 ივლისი, 1990, ოდენსე, დანია) არის დანიელი პროფესიონალი ჩოგბურთელი.

სექციების სია

[რედაქტირება] პირადი ცხოვრება

ვოზნიაცკის პოლონელი მშობლები ჰყავს. მამამისი, პიოტრ ვოზნიაცკი, ჩოგბურთელის მთავარი მწვრთნელის ფუნქციებსაც ითავსებს.

სპორტით კაროლინას ოჯახის სხვა წევრებიც არიან დაკავებულნი. დედამისი პოლონეთის ხელბურთელთა ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა. ჩოგბურთელის მამა პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა ფეხბურთს გერმანიაში, საფეხბურთო კარიერის დანიაში გაგრძელების შემდეგ, კი მისი ოჯახი სწორედ სკანდინავიაში გადასახლდა. კაროლინას უფროსი ძმა, პატრიკი, დანიის საფეხბურთო ჩემპიონატში ასპარეზობს.

კაროლინას ჰობი, ცხადია, სპორტის სხვადასხვა სახეობებია. ჟურნალ, „ვოგთან“ ინტერვიუში, ჩოგბურთელმა აღნიშნა: „მიყვარს ხელბურთი (სპორტის ეს სახეობა ევროპაში ძალიან პოპულარულია), ფეხბურთი, ცურვა, პიანინოზე დაკვრა და ათასგვარი სხვა გასართობი საშუალება“.

ჩოგბურთელი კარგად ფლობს დანიურ, პოლონურ და ინგლისურ ენებს. ასევე კარგად ესმის რუსულიც.

მის საუკეთესო მეგობართა რიგებში არიან: პოლონელი ჩოგბურთელი დები — აგნეშკა და ურსულა რადვანსკები. ასევე, გერმანიის სახელით მოასპარეზე პოლონელი ჩოგბურთელი, საბინ ლისიცკი.

[რედაქტირება] კარიერა

რამდენიმე ახალგაზრდული ტურნირის მოგების შემდეგ(მათ შორის 2006 წელს უიმბლდონის ტურნირი), პროფესიონალურ ჩოგბურთში კაროლინას დებიუტი 2005 წლის 19 ივლისს შედგა, სონი-ერიქსონის ღია პირველობაზე. ის პირველივე წრეში დამარცხდა შვეიცარიელ ჩოგბურთელთან, ტურნირის ვიცე-ჩემპიონ, პეტი შნაიდერთან.

[რედაქტირება] ერთეულთა თანრიგში

[რედაქტირება] გამარჯვება (6)

# თარიღი ტურნირი კორტის საფარი მოწინააღმდეგე ფინალში ანგარიში
1. 8 აგვისტო, 2008 სტოკჰოლმი, შვედეთი ჰარდი რუსეთის დროშა ვერა დუშევინა 6–0, 6–2
2. 23 აგვისტო, 2008 ნიუ ჰეივენი, კონექტიკუტი, აშშ ჰარდი რუსეთის დროშა ანა ჩაკვეტაძე 3–6, 6–4, 6–1
3. 5 ოქტომბერი, 2008 ტოკიო, იაპონია ჰარდი ესტონეთის დროშა კაია კანეპი 6–2, 3–6, 6–1
4. 12 აპრილი, 2009 ფლორიდა, აშშ თიხნარი კანადის დროშა ალექსანდრა ვოზნიაკი 6–1, 6–2
5. 20 ივნისი, 2009 ისტბურნი, დიდი ბრიტანეთი ბალახი საფრანგეთის დროშა ვირჯინია რაზანო 7–6(5), 7–5
6. 29 აგვისტო, 2009 ნიუ ჰეივენი, აშშ ჰარდი რუსეთის დროშა ელენა ვესნინა 6–2, 6–4

[რედაქტირება] ფინალში მარცხი (5)

# თარიღი ტურნირი კორტის საფარი მოწინააღმდეგე ფინალში ანგარიში
1. 26 ოქტომბერი, 2008 ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი ჰარდი რუსეთის დროშა ელენა დემენტიევა 2–6, 6–4, 7–6(4)
2. 21 თებერვალი, 2009 მემფისი, აშშ ჰარდი ბელარუსის დროშა ვიქტორია აზარენკა 6–1, 6–3
3. 19 აპრილი, 2009 ჩარლსტოუნი, აშშ თიხნარი გერმანიის დროშა საბინ ლისიცკი 6–2, 6–4
4. 17 მაისი, 2009 მადრიდი, ესპანეთი თიხნარი რუსეთის დროშა დინარა საფინა 6–2, 6–4
5. July 11, 2009 ბაშტადი, შვედეთი თიხნარი ესპანეთის დროშა მარია ხოსე მარტინეს სანჩესი 7–5, 6–4

[რედაქტირება] წყვილთა თანრიგში

[რედაქტირება] გამარჯვება (2)

# თარიღი ტურნირი კორტის საფარი მეწყვილე მოწინააღმდეგე ფინალში ანგარიში
1. 28 სექტემბერი, 2008 ბეიჯინგი, ჩინეთი ჰარდი ესპანეთის დროშა ანაბელ მედინა გარიგესი ჩინეთის დროშა ჰან ქსინიუნი
ჩინეთის დროშა ქსუ ი-ფანი
6–1 6–3
2. 21 თებერვალი, 2009 მემფისი, აშშ ჰარდი ბელარუსის დროშა ვიქტორია აზარენკა უკრაინის დროშა იულიანა ფედაკი
ნიდერლანდის დროშა მიხაელა კრაიჩეკი
6–1, 7–6(2)

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე