კორტი (სპორტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორტი

კორტისაჩოგბურთო მოედანი.

კორტი უნდა იყოს მართკუთხედი 23.77 მ სიგრძისა და 8.23 მ სიგანის. იგი შუაზე გაყოფილია ბადით, რომელიც დამაგრებულია 0.8 სმ მაქსიმალური დიამეტრის ტროსზე. ტროსის ბოლოები დამაგრებულია ან გადაჭიმულია 2 ბოძზე, რომელიც თუ ოთკუთხაა, უნდა იყოს არაუმეტეს 15 კვ.სმ-ისა და თუ მრგვალია არაუმეტეს ა.5სმ დიამეტრისა. ბოძების ცენტრები უნდა იყოს დაცილებული კორტისგან ო.914 მ-ით ორივე მხარეს, ხოლო მათი სიმაღლე უნდა იყოს ისეთი, რომ ტროსის წვერი კორტის ზედაპირიდან 1.07 მ სიმაღლეზე აღმოჩნდეს. ბადის უჯრედები უნდა იყოს საკმაოდ პატარა, რომ მასში არ გაძვრეს ჩოგბურთის ბურთი. ბადის სიმაღლე ცენტრში უნდა იყოს 0.914 მ. კორტი შემოსაზღვრულია საბაზო ხაზებით, რომლის სიფართოვე შეიძლება იყოს 10 სმ-მდე. ასევე არის შიდა ხაზები, რომელთა სიფართოვე მერყეობს 2.5–5 სმ-მდე. ოფიციალური შეხვედრების დროს საბაზო ხაზების უკანა სათამაშო სივრცე უნდა იყოს არანაკლებ 6.4 მ, ხოლო გვერდითისა კი მაქსიმუმ 3.66 მ.