აბოვიანი (ქალაქი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
აბოვიანი
Աբովյան
|
აბოვიანი — ქალაქი სომხეთში. კოტაიკის მარზაში. მდებარეობს ერევნიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 10 კილომეტრზე. წარმოადგენს ერევნის აგლომერაციის ქალაქ-თანამგზავრს. ერევანთან დაკავშირებულია საავტომობილო გზითა და რკინიგზის ხაზით, რომლის საშუალებითაც დედაქალაქი უკავშირდება ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ რაიონებს. ამის გამო ქალაქს ხშირად უწოდებენ ერევნის "ჩრდილოეთის კარიბჭეს". ქალაქის ადგილზე მდებარეობდა სოფელი ელარი, რომელსაც 1961 წელს ეწოდა სომეხი მწერლის ხაჩატურ აბოვიანის სახელი. 1963 წელს სოფლის ადგილზე ჩამოყალიბდა ქალაქი აბოვიანი. აბოვიანიდან 6 კილომეტრზე მდებარეობს კურორტი არზნი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
|
||||||||||