ხაჩატურ აბოვიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Abovianportrait.jpg

ხაჩატურ აბოვიანი (დ. 1805, სოფ. ქანაქერი, ერევანთან — გ. 1848) — სომეხი მწერალი, განმანათლებელი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი. ახალი სომხური ლიტერატურისა და ახალი სალიტერატურო ენის ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სწავლობდა ეჩმიძიანში (1814-1821), შემდეგ თბილისის ნერსესის სემინარიაში., 1860-1836 წლებში — დერპტის (ტარტუ) უნივერსიტეტში. მოწინავე განმანათლებელი იდეების მქადაგებელი აბოვიანს სომხეთის რეაქციულ-კლერიკალური წრეები მტრულად შეხვდნენ. იგი თბილისში გადავიდა და 1837—1943 წლებში მუშაობდა სამაზრო სასწავლებლის ზედამხედველად. 1843—1848 წლებში აბოვიანი ერევანშია. 1848 წლის 2 (14) აპრილს სახლიდან გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

აბოვიანს დიდი დამსახურება მიუძღვის სომხური საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში. იგი ებრძოდა რეაქციასა და ძალადობას, ფეოდალურ-საეკლესიო იდეოლოგიას. მისი შემოქმედების მწვერვალია ისტორიული რომანი „სომხეთის ჭრილობა“ (დაიწერა 1841, გამოქვეყნდა 1858). ნაწარმოები გამსჭვალულია დემოკრატიზმის, პატრიოტიზმის სულისკვეთბით. ავტორი გვიხატავს სომეხი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისათვის რუსეთ-ირანის ომის დროს (1826—1828) და მიესალმება სომხეთის შეერთებას რუსეთთან. რომანი ხალხთა შორის მეგობრობას ქადაგებს, მდინარეები მტკვარი და ზანგა რომანში სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობის სიმბოლოა. ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხების მეგობრობას აბოვიანმა მრავალი ნაწარმოები მიუძღვნა („უკანასკნელი გამოსათხოვარი მძლეთამძლე მეფე ერეკლეს“, „ხმა ღაღადისა...“, „აზარფეშა“, „თათრის გოგო“, „სონა — უბედური გოგო“ და სხვა). აბოვიანის მხატვრულ ნაწარმოებთაგან აღსანიშნავია აგრეთვე „ამერიკის აღმოჩენა“, „მოთხრობათა წიგნი“, იგავთა კრებული „გართობა მოცლის ჟამს“ და ციკლი „ბაიათი“ (გამოქვეყნდა 1864), ნარკვევები, პიესები, ლექსები, ანეკდოტები. თარგმნა ჰომეროსის, გოეთეს, შილერის, კარამზინის, კრილოვის და სხვათა ნაწარმოებები. აბოვიანი ახალი სომხეთის დე,ოკტარიული პედაგოგიკის ფუძემდებელია. იგი ებრძოდა აღზრდის შუასაუკუნეობრივ კლერიკალური-სქოლასტიკურ სისტემას, იღვწოდა საერო აღზრდისათვის, ადამიანი ყოველმხრივი განვითარების, ღარიბთა უფასო სწავლების, ქალებისა და ვაჟების თანასწორი განათლებისათვის. მის პედაგოგიური ნაშრომთაგან აღსანიშნავია საკითხავი წიგნი „გზის დასაწყისი“ (1838), რუსული და სომხური ენების გრამატიკის სახელმძღვანელო, „ტიგრანის ისტორია ანუ სომეხი ბავშვების ზნეობრივი დარიგება“. აბოვიანმა სომხეთში პირველმა დაიწყო სომეხი ხალხის ყოფის მეცნიერულ-ეთნოგრაფიული შესწავლა. კრებდა სომხურ, აზერბაიჯანულ და ქართული ფოლკლორის ნიმუშებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Абов Г., Хачатур Абовян. Жизнь и творчество, Ер., 1948;
  • Мурадян Г., Современники о Хачатуре Абовяне, Ер., 1941;
  • Сантросян М., Хачатур Абовян —выдающийся армянский педагог М., 1957
  • ხარატიანი ა., ქსე, ტ. 1, გვ. 30, თბ., 1975