მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი
სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი

სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი (ესპ. Unión de Naciones Suramericanas, პორტ. União de Nações Sul-Americanas, ინგლ. Union of South American Nations, ნიდერლ. Unie van Zuid-Amerikaanse Naties, აკრონიმი Unasur და Unasul) — ეროვნებათშორისი და სამთავრობათშორისი კავშირი, რომელიც აერთიანებს ორ არსებულ თავისუფალი ვაჭრობის ორგანიზაციას — მერკოსურსა და ანდურ თანამეგობრობასსამხრეთ ამერიკის ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში. გაერთიანება ეფუძნება ევროპის კავშირის მოდელს.

კავშირის ადმინისტრაციული ცენტრები მდებარეობს ქალაქ კიტოსა და კოჩაბამბაში.

დღის სურათი

ქალები ლოცვის პერიოდში, ნეპალი
ქალები ლოცვის პერიოდში, ნეპალი
ქალები ლოცვის პერიოდში, ნეპალი

სიახლეები

იბრაჰიმ რაისი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


23 მაისი — ამ დღეს...

მიკი მაუსი
მიკი მაუსი
  • 1430 : კომპიენის გასათავისუფლებლად ჯარით მიმართული ჟანა დ’არკი ბურგუნდიელებმა ტყვედ აიყვანეს.
  • 1805 : ნაპოლეონ ბონაპარტი იტალიის მეფედ აკურთხეს მილანის საკათედრო ტაძარში.
  • 1846 : მექსიკამ ამერიკას ომი გამოუცხადა.
  • 1911 : ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
  • 1929 : მიკი მაუსის (სურათზე) პირველი ხმოვანი მულტფილმი "Karnival Kid" გამოვიდა.
  • 1945 : მეორე მსოფლიო ომი: სს-ის მეთაურმა ჰაინრიხ ჰიმლერმა მოკავშირეების ტყვეობაში თავი მოიკლა.
  • 1992 : რუსეთმა, უკრაინამ, ბელარუსმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს ლისაბონის ოქმს სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე.
  • 1997 : მოჰამედ ხათამი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი