გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა (მაკედ. Гордана Силјановска-Давкова; დ. 11 მაისი, 1955, ოჰრიდი) — ჩრდილოეთ მაკედონიელი პოლიტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და იურისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა დაიბადა 1955 წლის 11 მაისს ოჰრიდში. დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო სკოპიეში. 1978 წელს დაამთავრა სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერისტეტის სამართლის ფაკულტეტი, სადაც ასევე მიიღო მაგისტრის ხარისხი. 1994 წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

1989 წელს სკოპიეს სამართლის იურიდიულ ფაკულტეტზე პოლიტიკური სისტემის სამართლის ასისტენტად აირჩიეს. 1994 წლიდან კონსტიტუციური სამართლისა და პოლიტიკური სისტემების ასოცირებული პროფესორია, ხოლო 2004 წელს სრული პროფესორი. 1990-1992 წლებში ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის კონსტიტუციური კომისიის წევრია, ხოლო 1992-1994 წლებში იყო ბრანკო ცრვენკოვსკის პირველი მთავრობის უპორტფელო მინისტრი. იგი არის ასობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი კონსტიტუციური სამართლისა და პოლიტიკური სისტემის საკითხებში[1].

სტრუგაში გამართული „შიდა მაკედონიური რევოლუციური ორგანიზაცია — დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის“ პარტიის ყრილობაზე გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა წამოაყენეს კანდიდატად 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]