შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

პლუტონი და ქარონი
პლუტონი და ქარონი
ქარონი - მზის სისტემის ჯუჯა პლანეტაა. აღმოჩენილია 1978 წელს 22 ივნისს. ქარონი თან ახლავს პლუტონს და დიდი ხნის განმავლობაში მის თანამგზავრად ითვლებოდა, მაგრამ პლუტონის პლანეტიდან ჯუჯა პლანეტამდე ჩამოქვეითებასთან ერთად ქარონსაც ჩამოერთვა ეს სტატუსი, რადგან მისი ბარიცენტრი პლუტონს გარეთ არის. აღმოჩენილ იქნა ამერიკელი ასტრონომის ჯეიმზ კრისტის მიერ აშშ საზღვაო ობსერვატორიის 155 სმ-იანი ტელესკოპით.

დღის სურათი

შვეიცარიული ჯიბის საათი „Alpina“
შვეიცარიული ჯიბის საათი „Alpina“
შვეიცარიული ჯიბის საათი „Alpina“

2 ივლისი — ამ დღეს...

პირველი ცეპელინი
პირველი ცეპელინი
  • 1777 : ვერმონტი პირველი აშშ-ის შტატი გახდა, სადაც მონათმფლობელობა გაუქმდა.
  • 1853 : ყირიმის ომირუსეთის ჯარი ოსმალეთს დაესხა თავს.
  • 1900 : ცეპელინით (სურათზე) პირველი ფრენა განხორციელდა კონსტანცის ტბაზე, ფრიდრიხსჰაფენთან, (გერმანია).
  • 1964 : აშშ-ის პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი სამოქალაქო უფლებების აქტს აწერს ხელს, რომელმაც საზოგადო ადგილებში რასობრივი სეგრეგაცია აკრძალა.
  • 1978 : პლუტონის თანამგზავრი ქარონი აღმოაჩინეს.
  • 1997 : ტაილანდური ბატის გაუფასურებით აზიის ფინანსური კრიზისი დაიწყო.
  • 2002 : სტივ ფოსეტი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც დედამიწას საჰაერო ბურთით შემოუფრინა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი