ცეპელინი
ცეპელინი (გერმ. Zeppelin) — მფრინავი აპარატი, რომელიც პირველად გერმანელმა გრაფმა ფერდინანდ ფონ ცეპელინმა შექმნა XX საუკუნის დასაწყისში, ავიაციის პიონერი დავიდ შვარცის ადრე შექმნილი პროექტის საფუძველზე. ცეპელინის პროექტის დიდი წარმატების გამო ეს ტერმინი შერჩა ყველა მყარი კარკასის დირიჟაბლებს.
ცეპელინებს მგაზვრთა გადასაყვანად და სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ, რომელსაც კომპანია Deutsche Luftschiffahrts-AG (DELAG) ემსახურებოდა. DELAG, პირველი კომერციული ავიაკომპანია, ახორციელებდა რეგულარულ რეისებს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. ომის დაწყების შემდეგ გერმანიის შეიარაღება მათ როგორც ბომბდამშენებსა და სკაუტებს იყენებდა.
გერმანიის დამარცხებამ ამ მფრინავი აპარატების გამოყენება დროებით შეაჩერა, თუმცა ჰუგო ეკენერის თაოსნობით, გარდაცვლილი გრაფის შთამომავალი, ცეპელინების სამოქალაქო მიზნებისთვის გამოყენებამ რენესანსი განიცადა 1920-იან წლებში. ცეპელინები ზენიტს 1930-იან წლებში აღწევს, როდესაც ხომალდები LZ 127 Graf Zeppelin და LZ 129 Hindenburg რეგულარულ ტრანსატლანტიკურ რეისებს ახორციელებდნენ გერმანიასა და ჩრდილო და სამხრეთ ამერიკას შორის. ჰინერბურგის კატასტროფამ 1937 წელს საჰაერო გიგანტების პოპულარობის ვარდნას შეუწყო ხელი, თუმცა ცეპელინის ხმარებიდან გასვლის უმთავრესი მიზეზები უფრო პოლიტიკური იყო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Airships.net: The Hindenburg and other Zeppelins
- R100 Zeppelin story at the virtual Museum of Canada დაარქივებული 2012-04-06 საიტზე Wayback Machine.
- How did London civilians respond to the German airship raids of 1915?
- Zeppelin & Airships at the whistle museum. დაარქივებული 2009-06-08 საიტზე Wayback Machine.
- Zeppelin NT in the World and Technical Data დაარქივებული 2008-12-20 საიტზე Wayback Machine.
- Airships.net — Illustrated history of passenger Zeppelins