ქარონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქარონი (მრავალმნიშვნელოვანი).
პლუტონი და ქარონი

ქარონი - მზის სისტემის ჯუჯა პლანეტაა. აღმოჩენილია 1978 წელს 22 ივნისს აშშ-ში. ქარონი თან ახლავს პლუტონს და დიდი ხნის განმავლობაში მის თანამგზავრად ითვლებოდა, მაგრამ პლუტონის პლანეტიდან ჯუჯა პლანეტამდე ჩამოქვეითებასთან ერთად ქარონსაც ჩამოერთვა ეს სტატუსი, რადგან მისი ბარიცენტრი პლუტონს გარეთ არის. აღმოჩენილ იქნა ამერიკელი ასტრონომის ჯეიმზ კრისტის მიერ აშშ საზღვაო ობსერვატორიის 155 სმ-იანი ტელესკოპით. ქარონს პლუტონის მთვარესაც უწოდებენ რადგან ისევე როგორც დედამიწის გარდა სხვა პლანეტებს პლუტონსაც გააჩნია თანამგზავრი (მთვარე) რომელზეც ისეთივე კრატერებია როგორც დედამიწისეულ მთვარეზე. "მთვარე ქარონი" ზომით პლუტონის ნახევარია და დედამიწის დროით 6.5 დღეს ანდომებს სრული ბრუნით შემოვლას პლუტონის გარშემო. ასევე "ქარონი" ძველ ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება. იგი მოხუცია ცეცხლოვანი თვალებითა და ჭუჭყიანი თეთრი სამოსით, რომელიც ნავში ზის და გარდაცვლილთა სულები ჰადესის სამფლობელოში გადაჰყავს თუმცა აუცილებლად საფასურით. ეს ხვედრი მას ჰადესმა მიუსაჯა.