შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ფრენსის დრეიკი
ფრენსის დრეიკი
ფრენსის დრეიკი (ინგლ. Francis Drake; დაახლ. 154028 იანვარი 1596) — ინგლისელი მეზღვაური და მეკობრე. პირველი ინგლისელი, რომელმაც შეასრულა მოგზაურობა დედამიწის გარშემო 1577-1580 წლებში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ესპანეთის უძლეველი არმადის დამარცხებაში. ფრენსისმა 13 წლის ასაკში შეისწავლა ზღვაოსნობა, ხოლო ათი წლის შემდეგ ფლოტში დაიწყო სამსახური და ორჯერ გაცურა აფრიკიდან ამერიკაში, სადაც მონები ჩამოჰყავდა. გზად მათ ხომალდს ესპანელები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დრეიკი ესპანეთის მოსისხლე მტერი გახდა.

17 ივნისი — ამ დღეს...

ვლად დრაკულა
ვლად დრაკულა
  • 1462 : ვლად დრაკულა (სურათზე) ღამით, ჩუმად მეჰმედ II–ს ესხმის თავს, რის გამოც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა ვლახეთიდან დაეხია.
  • 1940 : მეორე მსოფლიო ომი : ოპერაცია არიელიმოკავშირეებმა საფრანგეთის ევაკუაცია დაიწყეს გერმანიის მიერ პარიზის აღების შემდეგ.
  • 1940 : საბჭოთა კავშირმა ბალტიის ქვეყნები — ესტონეთი, ლატვია და ლიტვა დაიპყრო.
  • 1944 : ისლანდია დანიას გამოეყო და რესპუბლიკა გახდა.
  • 1953 : ბერლინში საბჭოთა ჯარებმა ფოლკსპოლიცაის დახმარებით აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყება ჩაახშეს.
  • 1969 : ბორის სპასკიმ ტიგრან პეტროსიანი დაამარცხა და ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
  • 1971 : იაპონია და აშშ ხელს აწერენ ოკინავის დაბრუნების შეთანხმებას, რომლითაც აშშ ოკინავაზე კონტროლს თმობს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი