მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

იერუსალიმის აღებით დასრულდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა.
იერუსალიმის აღებით დასრულდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა.
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა — განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასათავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდი უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრა ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალიმი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.

დღის სურათი

სასტუმროს საწოლი, ლაოსი
სასტუმროს საწოლი, ლაოსი
სასტუმროს საწოლი, ლაოსი

3 ივნისი — ამ დღეს...

დე სოტო
დე სოტო
  • 350 : რომაელი უზურპატორი იულიუს ნეპოტიანუსი თავს რომის იმპერატორად აცხადებს და რომში გლადიატორთა ჯგუფთან ერთად შედის.
  • 1098 : პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა — რვათვიანი ალყის შემდეგ ჯვაროსნებმა ანტიოქია აიღეს.
  • 1539 : ერნანდო დე სოტომ (სურათზე) ფლორიდა ესპანეთის საკუთრებად გამოაცხადა.
  • 1889 : დასრულდა კანადის წყნაროკეანური რკინიგზის მშენებლობა, რომელმაც შეაერთა ატლანტისა და წყნარი ოკეანის სანაპიროები.
  • 1940 : მეორე მსოფლიო ომი: ლუფტვაფემ პარიზის დაბომბვა დაიწყო.
  • 1940 : მეორე მსოფლიო ომი: დიუნკერკის ბრძოლაში გერმანიამ მოკავშირეები დაამარცხა.
  • 1992 : ავსტრალიელ აბორიგენებს მიწის საკუთრების უფლება დაუკანონეს.
  • 2006 : მონტენეგროს ფორმალური დამოუკიდებლობის დეკლარაციით სერბეთისა და მონტენეგროს კავშირი დაიშალა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი