შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.

დღის სტატია

ივანე ბერიტაშვილი
ივანე ბერიტაშვილი

ივანე სოლომონის ძე ბერიტაშვილი (დ. 29 დეკემბერი [ძვ. სტ. 10 იანვარი] 1885, სოფ. ვეჯინი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი ― გ. 29 დეკემბერი, 1974, თბილისი) ― ქართველი ფიზიოლოგი, ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1941 წ.) და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის (1944 წ.) აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1935 წ.), სოციალისტური შრომის გმირი (1964 წ.).

ივანე ბერიტაშვილი იყო ივანე პავლოვის სახელობის ფიზიოლოგთა სრულიად საკავშირო საზოგადოების (1970 წ.), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის (1959 წ.), ტვინის გამოკვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (1960 წ.), ამერიკის ელექტროენცეფალოგრაფიული საზოგადოების (1979 წ.), უმაღლესი ნერვული მოქმედების საერთაშორისო კოლეგიის (1969 წ.), ამერიკის ბიოლოგია-ფსიქიატრიის საზოგადოების (1969 წ.) საპატიო წევრი.

სიახლეები

გუკეშ დომარაჯუ

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


29 დეკემბერი — ამ დღეს...

ტიან ტან ბუდა
ტიან ტან ბუდა
  • 1845 : აშშ-მა ტეხასის რესპუბლიკის ანექსია მოახდინა.
  • 1860 : ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტმა მსოფლიოს პირველი ჯავშნოსანი HMS Warrior შექმნა.
  • 1937 : ახალი კონსტიტუციის მიღებით ირლანდია შეიქმნა.
  • 1987 : საბჭოელი იური რომანენკო დედამიწაზე დაბრუნდა კოსმოსში 326 დღის ყოფნის შემდეგ.
  • 1993 : მსოფლიოს უმაღლესი ბუდას ქანდაკების ტიან ტან ბუდა (სურათზე) მშენებლობა დასრულდა ჰონგ-კონგში.
  • 1996 : გვატემალაში 36-წლიანი სამოქალაქო ომი დასრულდა მხარეებს შორის დაზავებით.
  • 1997 : ჰონგკონგში დაიწყეს ქათმების მასიური ხოცვა პოტენციურად სასიკვდილო გრიპის ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი