შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

მწვერვალი დენალი
მწვერვალი დენალი
დენალი (ინგლ. Denali; ოფიციალური სახელი მაკ-კინლი 1917-2015 წლებში) — ორთავიანი მწვერვალი აშშ-ში, ალასკაში. ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალი, ალასკის ქედზე. მაკ-კინლი ანკორიჯიდან განლაგებულია ჩრდილოეთ-ჩრდილოეთ-დასავლეთით 210 კმ-ში, ფერბენკსიდან სამხრეთ-დასავლეთით 275 კმ-ში. მისი სიმაღლეა 6193 მ. 1950-იან წლებში დადგინდა მწვერვალის ოფიციალური სიმაღლე — 6194 მ. მწვერვალის სიმაღლის გაზომვების შემდგომი მონაცემები სხვადასხვაგვარი იყო. 2013 წლის სექტემბერში რადარული ტექნოლოგიების მეშვეობით დადგინდა მაკ-კინლის ახალი სიმაღლე — 6168 მ. თუმცა ეს გაზომვა არაოფიციალურად დარჩა. მაკ-კინლი დედამიწის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ორთავა ექვსიათასიანი პიკია, რომელიც გამოირჩევა ძალზე მკაცრი კლიმატური პირობებით.

დღის სურათი

Coccinella septempunctata
Coccinella septempunctata
Coccinella septempunctata

7 ივნისი — ამ დღეს...

ლუი XIV
ლუი XIV
  • 1099 : პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა — ჯვაროსნებმა იერუსალიმის ალყა დაიწყეს, რომელიც ხუთი კვირა გაგრძელდა.
  • 1494 : ესპანეთმა და პორტუგალიამ ტორდესილასის ხელშეკრულებით ახლად აღმოჩენილი ამერიკისა და აფრიკის მიწები გაიყვეს.
  • 1654 : ლუი XIV (სურათზე) საფრანგეთის მეფე აკურთხეს.
  • 1893 : მაჰათმა განდის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პირველი აქცია იწყება.
  • 1905 : ნორვეგიის პარლამენტის გადაწყვეტილებით შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფო დაიშალა.
  • 1913 : მთამსვლელებმა ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალი მაკ-კინლი დაიპყრეს.
  • 1966 : ყოფილი მსახიობი, რონალდ რეიგანი, კალიფორნიის 33-ე გუბერნატორი გახდა.
  • 1967 : ექვსდღიან ომში ისრაელმა იერუსალიმი აიღო.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი