ალასკის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალასკის ქედი
დენალი
დენალი
კოორდინატები: 63°04′10″ ჩ. გ. 151°00′26″ დ. გ. / 63.06944° ჩ. გ. 151.00722° დ. გ. / 63.06944; -151.00722
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
უმაღლესი წერტილი დენალი
სიმაღლე 6193 
სიგრძე 1000 კმ
სიგანე 120 კმ
ალასკის ქედი — ალასკა
ალასკის ქედი

ალასკის ქედი (ინგლ. Alaska Range) — ქედი სამხრეთ ალასკაში, ჩრდილოეთ ამერიკის კორდილირების სისტემაში. სიგრძე დაახლოებით 1000 კმ, სიგანე 120 კმ-მდე. საშუალო სიმაღლე — 3000 მ, მაქსიმალური — 6193 მ (მწვერვალი დენალი, ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი წერტილი). ღერძულ ნაწილში აგებულია ინტრუზიული ქანებით, კერძოდ, გრანოდიორიტებით, ხოლო განაპირა ნაწილი — დანალექი ქანებით. ალასკის ქედი წარმოიქმნა იურულ პერიოდში.[1] კალთები ციცაბო, კლდოვანი და ძლიერ დანაწევრებულია. ალასკის ქედი მნიშვნელოვანი კლიმატგამყოფია. გამყინვარების საერთო ფართობია 13900 კმ². დიდი მყინვარებია: კაჰილტნა (სიგრძე 76 კმ; ფართობი 580 კმ²), მალდროუ (სიგრძე 61 კმ; ფართობი 516 კმ²). ზოგიერთი მყინვარის ენა ჩამოდის 50-75 მ-მდე. ბევრია პულსაციური მყინვარი.[2] სამხრეთი ტენიანი კალთები 800 მ სიმაღლემდე დაფარულია წიწვიანი ტყეებით, ზემოთ მუდმივი თოვლია, რომელიც ხეობის მყინვარებს ასაზრდოებს. ჩრდილოეთი კალთები შედარებით მშრალია, ტყის საზღვარი გადანაცვლებულია 1000-1100 მ-მდე, მის ზემოთ მთის ტუნდრაა.

ალასკის ქედის 10 უმაღლესი მწვერვალი[3]
რიგი მწვერვალი სიმაღლე შეფარდებითი სიმაღლე ტოპოგრაფიული იზოლაცია
1 დენალი 6168 მ 6118 მ 7450 კმ
2 ფორაკერი 5304 მ 2195 მ 23 კმ
3 პიკი 15800 4816 მ 61 მ 1 კმ
4 ისტ-ბეტრესი 4459 მ 161 მ 2 კმ
5 ჰანტერი 4442 მ 1409 მ 11 კმ
6 ჰეისი 4216 მ 3500 მ 205 კმ
7 კაჰილტნის პიკი-აღმოსავლეთი 4097 მ 452 მ 5 კმ
8 ჰანტერი-შუა პიკი 4084 მ 152 მ 1 კმ
9 ფინი 4054 მ 153 მ 5 კმ
10 სილვერთრონი 4029 მ 987 მ 13 კმ

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]