დიდი აფეთქება — დაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკებიდედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.
ბრიტანეთის ჯარების მოძაობის სქემაფოლკლენდის ომი (ესპ.Guerra de las Malvinas, ინგლ.Falklands War) — დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის, ფოლკლენდის კუნძულების გამო 1982 წლის მარტიდან ივნისამდე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის არმია თავს დაესხა ფოლკლენდის კუნძულებს და თავიდან მცირე სამხედრო წარმატებას მიაღწია, საბოლოოდ ომიდან გამარჯვებული დიდი ბრიტანეთი გამოვიდა. ეს გამარჯვება კუნძულების მოსახლეობის სურვილსაც შეესაბამებოდა. ომში დამარცხებამ არგენტინაში სამხედრო ხუნტის დამხობას და დემოკრატიული რეჟიმს აღდგენას მოუმზადა საფუძველი.
1846 : სონომაში დაბანაკებულმა ინგლისელ-ამერიკელმა ახალმოსახლეებმა აჯანყება დაიწყეს მექსიკის წინააღმდეგ, გამოაცხადეს რა კალიფორნიის რესპუბლიკა და საკუთარი დროშა (სურათზე) ააფრიალეს.