ჰაჯერ-ლამისის რეგიონი
რეგიონი | |
---|---|
ჰაჯერ-ლამისის რეგიონი ფრანგ. Hadjer-Lamis არაბ. منطقة حجر لميس | |
ქვეყანა | ჩადი |
ადმ. ცენტრი | Massakory |
შიდა დაყოფა | Dababa, Dagana Department და Haraze Al Biar |
კოორდინატები | 13°00′00″ ჩ. გ. 15°44′00″ ა. გ. / 13.00000° ჩ. გ. 15.73333° ა. გ. |
ფართობი | 29 000 კმ² |
მოსახლეობა | 562 957 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 19,41 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ჰაჯერ-ლამისის რეგიონი (ფრანგ. Hadjer-Lamis, არაბ. منطقة حجر لميس) — ჩადის რეგიონი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მასაკორი. ფართობი — 29 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 562 957 ადამიანს.[1][2][3][4]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაჯერ-ლამისის რეგიონი მდებარეობს ჩადის დასავლეთ ნაწილში და უკავია შარი-ბაგირმის ყოფილი პრეფექტურის ჩრდილოეთი რაიონები. ჩრთილოეთით მას ესაზღვრება ლაკის, კანემის და ბაჰრ-ელ-გაზელის რეგიონები, აღმოსავლეთით ბათის და გერის რეგიონები, სამხრეთით შარი-ბაგირმის და ნჯამენის რეგიონები. ჰაჯერ-ლამისის რეგიონის დასავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი ჩადსა და კამერუნს შორის.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად — დადაბა (შედგება 3 ქვეპრეფექტურისგან), დაგანა (3 ქვეპრეფექტურისგან), ჰარაზ-ელ-ბიარი (3 ქვეპრეფექტურისგან). ჰაჯერ-ლამისის რეგიონის დიდი ქალაქებია — რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი მასაკორი, ასევე ბოკორო და ნგამა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-02.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (geohive-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-02.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation-2009)
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (statoids-2009)
|