კანემის რეგიონი
რეგიონი | |
---|---|
კანემის რეგიონი ფრანგ. Kanem არაბ. منطقة كانم | |
ქვეყანა | ჩადი |
ადმ. ცენტრი | Mao |
შიდა დაყოფა | Kanem Department, Nord Kanem და Wadi Bissam |
კოორდინატები | 14°07′10″ ჩ. გ. 15°18′48″ ა. გ. / 14.11944° ჩ. გ. 15.31333° ა. გ. |
ფართობი | 75 000 კმ² |
მოსახლეობა | 354 603 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 4,73 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
კანემის რეგიონი (ფრანგ. Kanem, არაბ. منطقة كانم) — ჩადის რეგიონი. დასახელება წარმოსდგება კანემის ისტორიული რეგიონისაგან, რომელიც შუა საუკუნეებში შედიოდა კანემის იმპერიის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მაო. ფართობი — 75 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 354 603 ადამიანს.[1][2][3][4]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანემის რეგიონი მდებარეობს ჩადის დასავლეთით. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ბორკუს რეგიონი, აღმოსავლეთით ბაჰრ-ელ-გაზელის რეგიონი, სამხრეთით ლაკის რეგიონი, დასავლეთით ნიგერი. კანემის რეგიონზე გადის სტრატეგიული ტრანსსაჰარული ავტომაგისტრალი ნჯამენა — ბარდაი (ტიბესტის მთიანეთში).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანემის რეგიონში ძირითადად ცხოვრობენ: ტუბუს ხალხი (მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 48 %), კანემბუ (40,5 %) და ჩადის არაბები (5 %).
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანემის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად — კანემი, ჩრდილოეთი კანემი და უადი-ბისამი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (geohive-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation-2009)
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (statoids-2009)
|