ლაკის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ლაკის რეგიონი
ფრანგ. Lac
არაბ. منطقة البحيرة
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Bol
შიდა დაყოფა Mamdi Department და Wayi
კოორდინატები 13°27′36″ ჩ. გ. 14°44′24″ ა. გ. / 13.46000° ჩ. გ. 14.74000° ა. გ. / 13.46000; 14.74000
ფართობი 23 000 კმ²
მოსახლეობა 451 369 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 19,62 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

ლაკის რეგიონი (ფრანგ. Lac — ტბა, არაბ. منطقة البحيرة) — ჩადის რეგიონი. თავისი დასახელება რეგიონმა მიიღო ჩადის ტბის გამო, რომელსაც უკავია მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბოლი. ფართობი — 23 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 451 369 ადამიანს.[1][2][3][4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაკის რეგიონი მდებარეობს ჩადის უკიდურეს დასავლეთში. ტერიტორიულად ლაკის რეგიონი შეესაბამება ადრინდელ ლაკის პრეფექტურას. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება კანემის რეგიონი, სამხრეთით ჰაჯერ-ლამისის რეგიონი. დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით გადაჭიმულია ჩადის ტბა; აქ მდებარეობს ჩადის სახელმწიფო საზღვარი ნიგერთან, ნიგერიასთან და კამერუნთან.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაკის რეგიონში ძირითადად ცხოვრობენ — კანემბუს ხალხი (მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 66 %) და ბუდუმას ხალხი (18 %).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ლაკის რეგიონი იყოფა 4 დეპარტამენტად: ფული (შედგება 3 ქვეპრეფექტურისაგან), კაია (2 ქვეპრეფექტურისაგან), მანდი (2 ქვეპრეფექტურისაგან) და უაიი (3 ქვეპრეფექტურისაგან).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]