შინაარსზე გადასვლა

ჰაჯერ-ლამისის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ჰაჯერ-ლამისის რეგიონი
ფრანგ. Hadjer-Lamis
არაბ. منطقة حجر لميس
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Massakory
შიდა დაყოფა Dababa, Dagana Department და Haraze Al Biar
კოორდინატები 12°27′22″ ჩ. გ. 16°44′40″ ა. გ. / 12.4563662000° ჩ. გ. 16.7446417694° ა. გ. / 12.4563662000; 16.7446417694
ფართობი 29 000 კმ²
მოსახლეობა 562 957 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 19,41 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

ჰაჯერ-ლამისის რეგიონი (ფრანგ. Hadjer-Lamis, არაბ. منطقة حجر لميس) — ჩადის რეგიონი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მასაკორი. ფართობი — 29 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 562 957 ადამიანს.[1][2][3][4]

ჰაჯერ-ლამისის რეგიონი მდებარეობს ჩადის დასავლეთ ნაწილში და უკავია შარი-ბაგირმის ყოფილი პრეფექტურის ჩრდილოეთი რაიონები. ჩრთილოეთით მას ესაზღვრება ლაკის, კანემის და ბაჰრ-ელ-გაზელის რეგიონები, აღმოსავლეთით ბათის და გერის რეგიონები, სამხრეთით შარი-ბაგირმის და ნჯამენის რეგიონები. ჰაჯერ-ლამისის რეგიონის დასავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი ჩადსა და კამერუნს შორის.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად — დადაბა (შედგება 3 ქვეპრეფექტურისგან), დაგანა (3 ქვეპრეფექტურისგან), ჰარაზ-ელ-ბიარი (3 ქვეპრეფექტურისგან). ჰაჯერ-ლამისის რეგიონის დიდი ქალაქებია — რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი მასაკორი, ასევე ბოკორო და ნგამა.