ბათის რეგიონი
რეგიონი | |
---|---|
ბათის რეგიონი ფრანგ. Batha არაბ. منطقة البطحة | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | Ati |
შიდა დაყოფა | Batha Ouest, Batha Est და Fitri Department |
კოორდინატები | 13°12′50″ ჩ. გ. 18°20′10″ ა. გ. / 13.21389° ჩ. გ. 18.33611° ა. გ. |
ფართობი | 88 000 კმ² |
მოსახლეობა | 527 031 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 5,99 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
![]() | |
ბათის რეგიონი (ფრანგ. Batha, არაბ. منطقة البطحة) — ჩადის რეგიონი. სახელი დაერქვა რეგიონში დიდი მდინარე ბათის გამო, რომელიც მიედინება რეგიონის სამხრეთ ნაწილში. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ატი. რეგიონის მეორე დიდი ქალაქია უმ-ჰაჯერი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბათის რეგიონი მდებარეობს ჩადის ცენტრში. ჩრდილოეთით ის ესაზღვრება ბორკუს რეგიონს, აღმოსავლეთით — უადი-ფირას და უადაის რეგიონებს, დასავლეთით — ბაჰრ-ელ-გაზელის რეგიონს, სამხრეთით — ჰაჯერ-ლამისის და გერის რეგიონებს. მისი ფართობი შეადგენს 88 000 კმ²-ს.
ბუნებრივ-კლიმატური მდგომარეობით რეგიონი მდებარეობს საჰელის ზონაში.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1993 წელს ბათის რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 288 074 ადამიანს, მათ შორის 44 064 ადამიანი იყო მომთაბარე. მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 527 031 ადამიანს.[1][2][3][4] მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 5,99 ად./კმ². მთელი მოსახლეობის მესამედს შეადგენენ ჩადის არაბები, დანარჩენები — ნეგროიდული ხალხი: ბილალა (18 %), კუკა (16 %), მასალიტი და მესმეჯე (6-6 %).
რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით ბათის რეგიონის მოსახლეობის რაოდენობის დიდი უმრავლესობა — მუსლიმებია.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბათის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად — აღმოსავლეთი ბათა (შედგება 4 ქვეპრეფექტურისაგან), დასავლეთი ბათა (4 ქვეპრეფექტურა) და ფიტრი (2 ქვეპრეფექტურა).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-02.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (geohive-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-02.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation-2009)
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (statoids-2009)
|