აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონი
რეგიონი | |
---|---|
აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონი ფრანგ. Logone Oriental არაბ. منطقة لوقون الشرقي | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | Doba |
შიდა დაყოფა | Kouh-Ouest, Kouh-Est, La Nya Department, La Nya Pendé, La Pendé და Monts de Lam Department |
კოორდინატები | 8°39′00″ ჩ. გ. 16°51′00″ ა. გ. / 8.65000° ჩ. გ. 16.85000° ა. გ. |
ფართობი | 24 000 კმ² |
მოსახლეობა | 796 453 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 33,19 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
![]() | |
აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონი (ფრანგ. Logone Oriental, არაბ. منطقة لوقون الشرقي) — ჩადის რეგიონი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი დობა. ფართობი — 24 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 796 453 ადამიანს.[1][2][3][4]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონი მდებარეობს ჩადის უკიდურეს სამხრეთში. თავისი დასახელება რეგიონმა მიიღო მდინარე ლოგონის გამო. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება დასავლეთი ლოგონის და ტანჯილეს რეგიონები, აღმოსავლეთით მანდულის რეგიონი. დასავლეთით რეგიონზე გადის ჩადის სახელმწიფო საზღვარი კამერუნთან, ხოლო სამხრეთით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან. ტერიტორიულად რეგიონი შეესაბამება ადრინდელ აღმოსავლეთი ლოგონის პრეფექტურის საზღვრებს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონში ძირითადად ცხოვრობს სარას ეთნიკური ჯგუფი (მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 50 %). რეგიონში ასევე ცხოვრობენ შემდეგი ეთნიკური ჯგუფები: მბუმი, გორი, ნგულა.
რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობა — ქრისტიანები და აფრიკული ტრადიციული რელიგიების მიმდევრები არიან.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული თვალსაზრისით აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონი იყოფა 6 დეპარტამენტად — აღმოსავლეთი კოუ (შედგება 3 ქვეპრეფექტურისაგან), დასავლეთი კოუ (3 ქვეპრეფექტურისაგან), მონტ-დე-ლამი (5 ქვეპრეფექტურისაგან), ნია (5 ქვეპრეფექტურისაგან), ნია-პენდე (4 ქვეპრეფექტურისაგან) და პენდე (3 ქვეპრეფექტურისაგან).
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონის ეკონომიკის მთავარი დარგებია ნავთობის მოპოვება და ბამბის მოყვანა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (geohive-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation-2009)
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (statoids-2009)
|