შარი-ბაგირმის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარი-ბაგირმის რეგიონი
ფრანგ. Chari-Baguirmi
არაბ. منطقة شاري باقرمي‎‎
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
სტატუსი რეგიონი
მოიცავს 3 დეპარტამენტი
ადმინისტრაციული ცენტრი მასენია
მოსახლეობა (2009)
621 785 კაცი (8 ადგილი)
სიმჭიდროვე 13,52 კაცი/კმ²
ფართობი 46 000 კმ²
შარი-ბაგირმის რეგიონი რუკაზე
დროის სარტყელი UTC+1
კოდი ISO 3166-2 TD-CB

შარი-ბაგირმის რეგიონი (ფრანგ. Chari-Baguirmi, არაბ. منطقة شاري باقرمي‎‎) — ჩადის რეგიონი. თავისი სახელწოდება რეგიონმა მიიღო აქ ჩამდინარე მდინარე შარის სახელწოდების და ისტორიული ბაგირმის სასულთნოს მიხედვით. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი მასენია. რეგიონის სხვა დიდი ქალაქებია — დურბალი, ბუსო. მისი ფართობია — 46 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 621 785 ადამიანს.[1][2][3][4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარი-ბაგირმის რეგიონი მდებარეობს ჩადის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ტერიტორიულად შეესაბამება იმავე დასახელების ყოფილი პრეფექტურის დიდ ნაწილს. ჩრდილო-დასავლეთიდან მას ესაზღვრება ნჯამენა, ჩრდილოეთიდან ჰაჯერ-ლამისის რეგიონი, აღმოსავლეთიდან გერის და შუა შარის რეგიონები, სამხრეთით ტანჯილეს და აღმოსავლეთ მაიო-კების რეგიონებს. დასავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი ჩადსა კამერუნს შორის.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები: ჩადის არაბები (მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 1/3-ზე მეტი), ფულბე, კანური, ბარმა. გაბატონებული რელიგიაისლამი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით შარი-ბაგირმის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად: ბაგირმი (შედგება 3 ქვეპრეფექტურისაგან), შარი (5 ქვეპრეფექტურისაგან) და ლუგ-შარი (5 ქვეპრეფექტურისაგან).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]