უადი-ფირის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უადი-ფირის რეგიონი
ფრანგ. Wadi Fira
არაბ. منطقة وادي فيرا
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Biltine
შიდა დაყოფა Biltine Department, Dar Tama Department და Kobé Department
კოორდინატები 14°31′39″ ჩ. გ. 20°55′36″ ა. გ. / 14.52750° ჩ. გ. 20.92667° ა. გ. / 14.52750; 20.92667
დაარსდა 2002
ფართობი 51 000 კმ²
მოსახლეობა 494 933 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 9,70 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ISO 3166 კოდი TD-WF[1]
Chad 04 region locator map 2008-02.svg

უადი-ფირის რეგიონი (ფრანგ. Wadi Fira, არაბ. منطقة وادي فيرا) — ჩადის რეგიონი. სახელწოდება წარმოსდგება რეგიონის ძირითადი დამშრალი მდინარე (უადი) — ფირასაგან. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბილტინი. ფართობი — 51 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 494 933 ადამიანს.[2][3][4][5]

მეზობელი სუდანის დარფურის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უადი-ფირის რეგიონში დღეისათვის იმყოფება ათობით ათასი დევნილი სუდანიდან.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უადი-ფირის რეგიონი მდებარეობს ჩადის აღმოსავლეთ ნაწილში და ტერიტორიულად შეესაბამება ბილტინის ყოფილ პრეფექტურას. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება აღმოსავლეთ ენედის, დასავლეთ ენედის და ბორკუს რეგიონები, დასავლეთით ბათის რეგიონი, სამხრეთით უადაის რეგიონი. უადი-ფირის რეგიონის აღმოსავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი ჩადსა და სუდანს შორის (დასავლეთი დარფურის შტატი).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით უადი-ფირის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად: ბილტინი (შედგება 4 ქვეპრეფექტურისაგან), დარ-ტამა (3 ქვეპრეფექტურისაგან) და კობე (3 ქვეპრეფექტურისაგან).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]