ტანჯილეს რეგიონი
| რეგიონი | |
|---|---|
|
ტანჯილეს რეგიონი ფრანგ. Tandjilé არაბ. منطقة تانجلي | |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | Laï |
| შიდა დაყოფა | Tandjilé Ouest და Tandjilé Est |
| კოორდინატები | 9°39′37″ ჩ. გ. 16°40′44″ ა. გ. / 9.6604433611° ჩ. გ. 16.6789336306° ა. გ. |
| ფართობი | 17 000 კმ² |
| მოსახლეობა | 682 817 კაცი (2009) |
| სიმჭიდროვე | 40,17 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
|
| |
ტანჯილეს რეგიონი (ფრანგ. Tandjilé, არაბ. منطقة تانجلي) — ჩადის რეგიონი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლაი. ფართობი — 17 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 682 817 ადამიანს.[1][2][3][4]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანჯილეს რეგიონი მდებარეობს ჩადის სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთით რეგიონს ესაზღვრება შარი-ბაგირმის რეგიონი, დასავლეთით აღმოსავლეთი მაიო-კების და დასავლეთი მაიო-კების რეგიონები, სამხრეთით აღმოსავლეთი ლოგონის და დასავლეთი ლოგონის რეგიონები, აღმოსავლეთით მანდულის და შუა შარის რეგიონები.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანჯილეს რეგიონში ცხოვრობენ შემდეგი ეთნიკური ჯგუფები: — მარბა (რეგიონის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 20 %), ლელე (13,7 %), ნანჯერე (13,7 %), ნგამბი (12,7 %), გაბრი (11 %). მათ გარდა რეგიონში ასევე ცხოვრობს რამდენიმე ათეული ათასი მომთაბარე მოსახლეობა.
ტანჯილეს რეგიონის დიდი ქალაქებია — რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი ლაი, ასევე კელო, ბენოუ, ბერე.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული თვალსაზრისით ტანჯილეს რეგიონი იყოფა 2 დეპარტამენტად: დასავლეთი ტანჯილე (შედგება 8 ქვეპრეფექტურისაგან) და აღმოსავლეთი ტანჯილე (5 ქვეპრეფექტურისაგან).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-05.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (geohive-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-05.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation-2009)
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (statoids-2009)
| |||||||