უადაის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
უადაის რეგიონი
ფრანგ. Ouaddaï
არაბ. منطقة وداي
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი აბეშე
შიდა დაყოფა Abdi, Assoungha Department და Ouara Department
კოორდინატები 13°49′48″ ჩ. გ. 20°49′58″ ა. გ. / 13.83000° ჩ. გ. 20.83278° ა. გ. / 13.83000; 20.83278
ფართობი 30 000 კმ²
მოსახლეობა 731 679 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 24,39 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

უადაის რეგიონი (ფრანგ. Ouaddaï, არაბ. منطقة وداي) — ჩადის რეგიონი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი აბეშე. ფართობი — 30 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 731 679 ადამიანს.[1][2][3][4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უადაის რეგიონი მდებარეობს ჩადის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით რეგიონს ესაზღვრება უადი-ფირის რეგიონი, დასავლეთით ბათის რეგიონი, სამხრეთით სილის რეგიონი. აღმოსავლეთით რეგიონზე გადის სახელმწიფო საზღვარი ჩადსა და სუდანის დარფურის რეგიონს შორის.

ბუნებრივ-კლიმატური თვალსაზრისით უადაის რეგიონი მდებარეობს საჰელის ზონაში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უადაის რეგიონში ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფებია მაბა, ზაგავა და ჩადის არაბები. გაბატონებული რელიგიაისლამი. 2003 წელს დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მეზობელი სუდანის დარფურის რეგიონიდან ჩადის უადაის რეგიონში შემოვიდა და დევნილთა ბანაკებში დასახლდა რამდენიმე ასეული ათასი სუდანელი ზაგავას, ფორის და მასალიტის ტომის ხალხი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით უადაის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად — აბდი (შედგება 3 ქვეპრეფექტურისაგან), ასუნგა (6 ქვეპრეფექტურისაგან), უარა (7 ქვეპრეფექტურისაგან).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]