შუა შარის რეგიონი
რეგიონი | |
---|---|
შუა შარის რეგიონი ფრანგ. Moyen-Chari არაბ. منطقة شاري الأوسط | |
ქვეყანა | ჩადი |
ადმ. ცენტრი | სარჰი |
შიდა დაყოფა | Barh Köh, Grande Sido და Lac Iro Department |
კოორდინატები | 9°08′46″ ჩ. გ. 18°23′03″ ა. გ. / 9.14611° ჩ. გ. 18.38417° ა. გ. |
ფართობი | 41 000 კმ² |
მოსახლეობა | 598 284 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 14,59 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
შუა შარის რეგიონი (ფრანგ. Moyen-Chari, არაბ. منطقة شاري الأوسط) — ჩადის რეგიონი. თავისი სახელწოდება რეგიონმა მიიღო აქ ჩამომდინარე მდინარე შარის გამო. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სარჰი. ფართობი — 41 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 598 284 ადამიანს.[1][2][3][4]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შუა შარის რეგიონი მდებარეობს ჩადის სამხრეთ ნაწილში და უკავია ყოფილი შუა შარის პრეფექტურის დიდი ნაწილი. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება სალამატის რეგიონი, ჩრდილოეთით გერის რეგიონი, დასავლეთით შარი-ბაგირმის, ლაკის და მანდულის რეგიონები, სამხრეთით რეგიონზე გადის სახელმწიფო საზღვარი ჩადსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის. რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს დიდი ტბა ირო.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შუა შარის რეგიონში ყველაზე უფრო ბევრნი ცხოვრობენ სარას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. 3 სოფლის — გორის, დამტარის და მაილაოს მაცხოვრებლები, რომლებიც განლაგებულია მდინარე შარის მოპირდაპირე ნაპირზე, ლაპარაკობენ ლაალის ენაზე, რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთ ენათა ოჯახს.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული თვალსაზრისით შუა შარის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად — ბარჰ-კოჰი (შედგება 5 ქვეპრეფექტურისაგან), გრანდ-სიდო (4 ქვეპრეფექტურისაგან) და ლაკ-ირო (9 ქვეპრეფექტურისაგან).
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა — მეცხოველეობა, თევზჭერა, ბამბის და შაქრის ლერწმის მოყვანა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (geohive-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation-2009)
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (statoids-2009)
|