ტიბესტის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტიბესტის რეგიონი
ფრანგ. Tibesti
არაბ. منطقة تبستي
Tibesti east of bardai.jpg
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
შიდა დაყოფა Tibesti Ouest და Tibesti Est
კოორდინატები 21°25′00″ ჩ. გ. 17°04′00″ ა. გ. / 21.41667° ჩ. გ. 17.06667° ა. გ. / 21.41667; 17.06667
დაარსდა 2008
ფართობი 130 000 კმ²
მოსახლეობა 21 970 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 0,17 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ISO 3166 კოდი TD-TI[1]
Chad 21 region locator map 2008-02.svg

ტიბესტის რეგიონი (ფრანგ. Tibesti, არაბ. منطقة تبستي) — ჩადის რეგიონი. შეიქმნა 2008 წლის 19 თებერვალს ჩადის ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად, რის შედეგადაც გაიზარდა რეგიონების რაოდენობა[2], რეფორმამდე შედიოდა უფრო მსხვილი რეგიონის — ბორკუ-ენედი-ტიბესტის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბარდაი. ფართობი — 130 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 21 970 ადამიანს.[3][4][5][6]

რეგიონის სახელწოდება წარმოსდგება მის ტერიტორიაზე მდებარე ტიბესტის მთიანეთის გამო.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბესტის რეგიონი მთლიანად მდებარეობს საჰარის უდაბნოს ზონაში ჩადის ჩრდილოეთით. რეგიონის რელიეფს განსაზღვრავს ტიბესტის მთიანეთი. კლიმატი მკვეთრად კონტინენტალურია, ჰაერის ტემპერატურა ზაფხულში იწევს 45 °C-მდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბესტის რეგიონში კლდეზე შესრულებული ნახატები ამტკიცებენ, რომ აქ არსებობდა ნეოლითის ხანის ცივილიზაცია 25 ათასი წლის წინ.

პირველი ევროპელი, რომელიც 1859 წელს ესტუმრა ტიბესტის რეგიონს და ნებართვის გარეშე ქალაქ ზუარს, იყო გუსტავ ნახტიგალი. ამისთვის მას მიესაჯა სიკვდილით დასჯა, მისი თხოვნა შეწყალების შესახებ უარყოფილი იქნა, მაგრამ მას უშველა ადგილობრივმა არისტოკრატმა არამი ტეტიმიმ, რომელმაც მას თავშესაფარი მისცა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბესტის რეგიონი დასახლებულია ტუბუს ეთნიკური ჯგუფით, რომლებიც ცხოვრობენ არა მარტო ჩადში, არამედ ნიგერში, ლიბიაში, სუდანში და ეგვიპტეში. მოსახლეობა ძირითადად სუნიტი მუსლიმებია.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ტიბესტის რეგიონი იყოფა 2 დეპარტამენტად: აღმოსავლეთი ტიბესტი (შედგება 4 ქვეპრეფექტურისაგან) და დასავლეთი ტიბესტი (3 ქვეპრეფექტურისაგან).

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბესტის რეგიონის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა — მეცხოველეობა (თხების და აქლემების მოშენება), ასევე მიწათმოქმედება (ფინიკის პალმა). მოსახლეობის ნაწილი მომთაბარე ცხოვრებას მისდევს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]