სალამატის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
სალამატის რეგიონი
ფრანგ. Salamat
არაბ. منطقة سلامات
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Am Timan
შიდა დაყოფა Aboudeïa Department, Barh Azoum და Haraze Mangueigne Department
კოორდინატები 11°02′24″ ჩ. გ. 20°17′01″ ა. გ. / 11.04000° ჩ. გ. 20.28361° ა. გ. / 11.04000; 20.28361
ფართობი 66 000 კმ²
მოსახლეობა 308 605 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 4,68 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

სალამატის რეგიონი (ფრანგ. Salamat, არაბ. منطقة سلامات) — ჩადის რეგიონი. თავისი სახელწოდება მან მიიღო რეგიონში ჩამომდინარე მდინარე სალამატის გამო. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ამ-ტიმანი. ფართობი — 66 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 308 605 ადამიანს.[1][2][3][4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალამატის რეგიონი მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში და შეესაბამება ადრე აქ მდებარე სალამატის პრეფექტურის ტერიტორიას. დასავლეთით რეგიონს ესაზღვრება შუა შარის და გერის რეგიონები, ჩრდილოეთით სილის რეგიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთით რეგიონზე გადის სახელმწიფო საზღვარი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან.

სალამატის რეგიონში მდებარეობს ზაკუმის ეროვნული პარკი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით სალამატის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად — აბუდეია (შედგება 3 ქვეპრეფექტურისაგან), ბაჰრ-აზუმი (3 ქვეპრეფექტურისაგან), ჰაზარ-მანგუეიგნე (3 ქვეპრეფექტურისაგან).

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალამატის რეგიონის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა — მეცხოველეობა, ფეტვის და არაქისის მოყვანა, ასევე თევზჭერა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]