გერის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გერის რეგიონი
ფრანგ. Guéra
არაბ. منطقة قيرا
Guéra.jpg
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Mongo, Chad
შიდა დაყოფა Abtouyour, Barh Signaka, Guéra Department და Mangalmé
კოორდინატები 12°10′58″ ჩ. გ. 18°41′05″ ა. გ. / 12.18278° ჩ. გ. 18.68472° ა. გ. / 12.18278; 18.68472
ფართობი 62 000 კმ²
მოსახლეობა 553 795 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 8,93 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ISO 3166 კოდი TD-GR[1]
Chad 08 region locator map 2008-02.svg

გერის რეგიონი (ფრანგ. Guéra, არაბ. منطقة قيرا) — ჩადის რეგიონი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მონგო. ფართობი — 62 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 553 795 ადამიანს.[2][3][4][5]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერის რეგიონი მდებარეობს ქვეყნის ცენტრალური ნაწილის სამხრეთში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ბათის რეგიონი, აღმოსავლეთით სილის და სალამატის რეგიონები, სამხრეთით შუა შარის რეგიონი, დასავლეთით შარი-ბაგირმის და ჰაჯერ-ლამისის რეგიონები.

ბუნებრივ-კლიმატური თვალსაზრისით გერის რეგიონი მდებარეობს საჰელის ზონაში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერის რეგიონში ძირითადად ცხოვრობენ ჰაჯერას ტომის წარმომადგენლები (მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 67 %) და ჩადის არაბები (22 %).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით გერის რეგიონი იყოფა 4 დეპარტამენტად — გერა (შედგება 3 ქვეპრეფექტურისაგან), ბარ-სიგნაკა (3 ქვეპრეფექტურისაგან), აბტუიური (2 ქვეპრეფექტურისაგან) და მანგალმე (4 ქვეპრეფექტურისაგან). გერის რეგიონის ტერიტორია შეესაბამება აქ ადრე არსებულ გერის პრეფექტურას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]