ურის კანტონი
კანტონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ურის კანტონი Kanton Uri | |||||
| |||||
ქვეყანა | შვეიცარია | ||||
ადმ. ცენტრი | ალტდორფი | ||||
შიდა დაყოფა | ალტდორფი, ანდერმატი, Attinghausen, Bauen, Bürglen, Erstfeld, Flüelen, გეშენენი, Gurtnellen, Hospental, Isenthal, Realp, Schattdorf, Seedorf, Seelisberg, Silenen, Sisikon, Spiringen, Unterschächen და Wassen | ||||
კოორდინატები | 46°47′00″ ჩ. გ. 8°37′00″ ა. გ. / 46.78333° ჩ. გ. 8.61667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1291 | ||||
ფართობი | 1 076,57 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | Swiss High German | ||||
სალაპარაკო ენები | გერმანული | ||||
მოსახლეობა | 35 422 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 33 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
საავტომობილო კოდი | UR | ||||
ოფიციალური საიტი | ur.ch | ||||
ური — კანტონი შვეიცარიაში, შვეიცარიის კონფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ტერიტორია მოიცავს მდინარე როისის ხეობას ლუცერნის ტბასა და სენ-გოტარდის უღელტეხილს შორის. ძირითადი სალაპარაკო ენა გერმანულია. ური ერთადერთი კანტონი იყო, რომლის სკოლებშიც პირველად უცხო ენად იტალიურს ასწავლიდნენ, მაგრამ 2005/2006 სასწავლო წლიდან, სხვა მრავალი კანტონის მსგავსად ის ინგლისურმა ენამ შეცვალა. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 35 422 ადამიანს შეადგენს.
შვეიცარიის კონფედერაციის შემადგენლობაში ური 1291 წელს შევიდა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ური შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, შვეიცარიის ალპების ჩრდილოეთით. ფართობი 1 076,4 კმ²-ს შეადგენს, საიდანაც 24,4% სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგია, 18,2% კი ტყეებს უჭირავს. დარჩენილი 1,7% დასახლებულია, ხოლო 55,6% არაპროდუქტიული მიწაა.
კანტონისა და მთლიანად ურნერის ალპების უმაღლესი წერტილია ფურკის უღელტეხილის ჩრდილოეთით მდებარე დამაშტოკის მთა (3 630 მ). ურის ტერიტორიაზე ნაწილობრივაა მოქცეული გლარნისა და ლეპონტის ალპები.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ურის ეკონომიკის მთავარი სექტორია ტურიზმი. 2008 წლის მონაცემებით, ფუნქციონირებს 91 სასტუმრო. ამავე წელს, სასტუმროებში 145 600 ადამიანი გაჩერდა, რომელთა 67,1% უცხოელი იყო.[1]
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიდროენერგიის წარმოებას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Canton of Uri Statistics-Angebot, Ankünfte und Logiernächte in Hotelbetrieben Uri (2005 bis 2008) დაარქივებული 2011-11-13 საიტზე Wayback Machine. (გერმანული) accessed 15 January 2012
|