შაფჰაუზენის კანტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შაფჰაუზენის კანტონი
Kanton Schaffhausen
გერბი
Wappen Schaffhausen matt.svg
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სტატუსი კანტონი
ადმინისტრაციული ცენტრი შაფჰაუზენი
ოფიციალური ენები გერმანული
მოსახლეობა (2010) 76 356 კაცი
სიმჭიდროვე 260 კაცი/კმ²
ფართობი 298,42 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი
 - ყველაზე დაბალი წერტილი

 912
 344
შაფჰაუზენის კანტონი რუკაზე
აბრევიატურა SH
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg Canton of Schaffhausen

შაფჰაუზენი (გერმ. Schaffhausen) — კანტონი შვეიცარიაში. დედაქალაქი და მთავარი ქალაქია შაფჰაუზენი.

ისტორია[რედაქტირება]

შუა საუკუნეებში შაფჰაუზენი ქალაქი-სახელმწიფო იყო. ამ დროს მას ვილა-შაფჰაუზენი ერქვა.[1] დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ 1045 წლიდან ის საკუთარ მონეტებს ჭრიდა. დაახლოებით 1049 წელს, გრაფმა ედერჰარდ ვონ ნელენბურგმა ბენედიქტური მონასტერი დააარსა, რომელმაც საზოგადოების შემდგომი განვითარება გამოიწვია. ამ საზოგადოებამ 1190 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1330 წელს ქალაქს ჰაბსბურგებმა არა მარტო ტერიტორია, არამედ დამოუკიდებლობაც წაართვეს. შემდეგ, 1415 წელს ფრიდრიხ IV ავსტრიელი კონსტანცის კრებაზე ანტიპაპ იოანე XXIII-ს მიემხრო, რის შემდეგაც იმპერატორმა სიგიზმუნდმა მისი დევნა დაიწყო. 1418 წელს შაფჰაუზენმა ჰაბსბურგებისგან დამოუკიდებლობა ფულით გამოისყიდა. 1454 წელს ქალაქი შვეიცარიის ექვსი კონფედერაციის მოკავშირე გახდა. ძველი შვეიცარიის კონფედერაციის სრული წევრი ის 1501 წელს გახდა. 1857 წელს გაიხსნა პირველი რკინიგზა. 1944 წელს შაფჰაუზენი აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ იბომბებოდა, რათა შვეიცარია გაენეიტრალებინათ.

1876 წელს მიიღეს კანტონის კონსტიტუცია, რომელიც 1895 წელს გადაიხედა.

გეოგრაფია[რედაქტირება]

შაფჰაუზენი შვეიცარიის უკიდურეის ჩრდილოეთი კანტონია. მდებარეობს კონსტანცის ტბის დასავლეთით, ფართობი 298 კმ²-ს შეადგენს. მიწის უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგია.

ტერიტორიის დიდი ნაწილი თითქმის მთლიანად გერმანიითაა შემოსაზღვრული, რომელიც მას ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან აკრავს.

დემოგრაფია[რედაქტირება]

2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 76 356 ადამიანს შეადგენს და მათი უდიდესი ნაწილი გერმანულენოვანია; 50% პროტესტანტია, 24% კათოლიკე.[2]

ეკონომიკა[რედაქტირება]

შაფჰაუზენი მიეკუთვნება ციურიხის ეკონომიკურ რეგიონს და მისი ეკონომიკა კარგადაა ინტეგრირებული ამ უფრო მსხვილ რეგიონთან.

აწარმოებენ თეთრ ღვონოს. მრეწველობის მთავარი მიმართულებებია მანქანის ნაწილებისა და მეტალის საქონლის წარმოება. ასევე აწარმოებენ საათებსა და იუვილერიას. მრეწველობის მცირე მიმართულებებს შორისაა ტექსტილი, ტყავი, მინა, ცემენტი, ქაღალდი და ქიმიკატები.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. "Schaffhausen (city)". Encyclopædia Britannica. 24. 1911. pp. 312. http://books.google.com/books?id=ajsEAAAAYAAJ&pg=PA312 წაკითხულია: 2009-04-18. 
  2. Federal Department of Statistics (2004). Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). წაკითხვის თარიღი: 2009-01-15.
  3. Canton Schaffhausen website- Economic Promotion accessed 18 April 2009