ურნერის ალპები
იერსახე
ურნერის ალპები | |
---|---|
ურნერის ალპები | |
კოორდინატები: 46°38′28″ ჩ. გ. 8°25′06″ ა. გ. / 46.64111° ჩ. გ. 8.41833° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
უმაღლესი წერტილი | დამასტოკი |
სიმაღლე | 3630 მ |
ურნერის ალპები (გერმ. Urner Alpen) — ქედი დასავლეთ ალპებში, ცენტრალურ შვეიცარიაში. შეჭრილია ობვალდენის, ვალეს, ლუცერნის, ბერნის, ურისა და ნიდვალდენის კანტონების ტერიტორიაზე. დასავლეთით ესაზღვრება ბერნის ალპები, სამხრეთით ლეპონტინის ალპები, ხოლო აღმოსავლეთით გლარნის ალპები. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 3630 მ (მთა დამასტოკი). ბევრია მყინვარი. SOIUSA-ს მიხედვით წარმოადგენს ბერნის ალპების შტოქედს. აგებულია კრისტალური ქანებით, უმეტესწილად გრანიტებით, ამფიბოლიტებით, გნაისებითა და ფიქლებით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ურნერის ალპები“ ვიკისაწყობში.
- ურნერის ალპები (ინგლისური)