ბაზელ-ლანდის კანტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაზელ-ლანდი
Basel-Landschaft
Langenbruck-Dorf.jpg
დროშა გერბი
Flag of Canton of Basel Land.svg Coat of arms of Kanton Basel-Landschaft.svg

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
შიდა დაყოფა Arlesheim District, Laufen District, Liestal District, Sissach District და Waldenburg District
ადმ. ცენტრი ლისტალი
დაარსდა 1501
ფართობი 517,56 კმ²
ცენტრის სიმაღლე 327 მეტრი
ოფიციალური ენა გერმანული ენა
სალაპარაკო ენები გერმანული
მოსახლეობა 277 042 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 540 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი BL
ოფიციალური საიტი bl.ch
Karte Kanton Baselland 2010.png

ბაზელ-ლანდი (გერმ. Basel-Landschaft) — კანტონი შვეიცარიაში. დედაქალაქია ლისტალი. ესაზღვრება ბაზელ-შტადტის, ზოლოთურნის, იურის და აარგაუს კანტონებს, ასევე საფრანგეთსა და გერმანიას.

ჩამოყალიბდა 1833 წელს, როგორც ისტორიული ბაზელის კანტონის სექცია.

კანტონი შვეიცარიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. კვეთს იურის მთები. მის ტერიტორიაზე გაედინება მდინარე ერგოლცი და ბირსი.

ბაზელ-ლანდის კანტონი ადმინისტრაციულად 5 რაიონად იყოფა.

2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 277 042 ადამიანს შეადგენს და მათი უდიდესი ნაწილი გერმანულენოვანია; 43% კათოლიკეა, 32% პროტესტანტი.[1]

კანტონის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი დარგია სოფლის მეურნეობა. მისდევენ მეცხოველეობას. მრეწველობის დარგებს შორის განვითარებულია საფეიქრო მრეწველობა, მეტალურგია და ქიმიური მრეწველობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Federal Department of Statistics. (2004)Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). წაკითხვის თარიღი: 2009-01-15.