თურგაუს კანტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თურგაუს კანტონი
Kanton Thurgau
StMargaretenKapelle.JPG
დროშა გერბი
Flag of Canton of Thurgau.svg Wappen Thurgau matt.svg

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი Frauenfeld
შიდა დაყოფა Arbon District, Frauenfeld District, Kreuzlingen District, Münchwilen District და Weinfelden District
კოორდინატები 47°35′00″ ჩ. გ. 9°04′00″ ა. გ. / 47.58333° ჩ. გ. 9.06667° ა. გ. / 47.58333; 9.06667
დაარსდა 1803
ფართობი 991,02 კმ²
ცენტრის სიმაღლე 417 მეტრი
ოფიციალური ენა გერმანული ენა
სალაპარაკო ენები გერმანული
მოსახლეობა 250 640 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 250 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი TG
ISO 3166 კოდი CH-TG
ოფიციალური საიტი tg.ch
Karte Lage Kanton Thurgau 2015.png

თურგაუ (გერმ. Thurgau) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ფრაუენფელდი. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 250 640 ადამიანს შეადგენს, რომელთა 45% პროტესტანტია, 36% კი კათოლიკე.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეისტორიულ ხანაში კანტონის მიწები ბოდენის ტბის გასწვრივ პფინის კულტურით იყო დასახლებული. რომაულ ხანაში კანტონი რაეტიის პროვინციის შემადგენლობაში შევიდა, თუმცა 450 წლიდან აქ ალემანების დასახლება დაიწყო.

1798 წელს კანტონი ჰელვეციის რესპუბლიკის ნაწილი გახდა, 1803 წელს კი შვეიცარიის კონფედერაციის შემადგენლობაში შევიდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანტონს ჩრდილოეთით ესაზღვრება ბოდენის ტბა, გერმანია და ავსტრია; სამხრეთიდან — სანქტ-გალენის კანტონი, დასავლეთით კი ციურიხისა და შაჰფაუზენის კანტონები. ჩრდილო-დასავლეთით საზღვარი მდინარე რაინს მიუყვება. ფართობი 991 კმ²-ს შეადგენს.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურგაუს კანტონი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებითაა განთქმული. მოჰყავთ ვაშლი, მსხალი და სხვადასხვა ხილ-ბოსტნეული. თურის ხეობაში მისდევენ მევენახეობას.

განვითარებულია მრეწველობაც. მათ შორისაა საგამომცემლო საქმიანობა, ტექსტილი და ხელოსნობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Federal Department of Statistics. (2004)Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). წაკითხვის თარიღი: 2009-01-15.