ურის კანტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ურის კანტონი
Kanton Uri
გერბი
Wappen Uri matt.svg
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სტატუსი კანტონი
ადმინისტრაციული ცენტრი ალტდორფი
ოფიციალური ენები გერმანული
მოსახლეობა (2010) 35 422 კაცი
სიმჭიდროვე 33 კაცი/კმ²
ფართობი 1 076,57 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი
 - ყველაზე დაბალი წერტილი

 3 630
 434
ურის კანტონი რუკაზე
აბრევიატურა UR
ოფიციალური საიტი
OOjs UI icon logo-wikimediaCommons-invert.svg ვიკისაწყობში Canton of Uri

ურიკანტონი შვეიცარიაში, შვეიცარიის კონფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ტერიტორია მოიცავს მდინარე როისის ხეობას ლუცერნის ტბასა და სენ-გოტარდის უღელტეხილს შორის. ძირითადი სალაპარაკო ენა გერმანულია. ური ერთადერთი კანტონი იყო, რომლის სკოლებშიც პირველად უცხო ენად იტალიურს ასწავლიდნენ, მაგრამ 2005/2006 სასწავლო წლიდან, სხვა მრავალი კანტონის მსგავსად ის ინგლისურმა ენამ შეცვალა. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 35 422 ადამიანს შეადგენს.

შვეიცარიის კონფედერაციის შემადგენლობაში ური 1291 წელს შევიდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ური შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, შვეიცარიის ალპების ჩრდილოეთით. ფართობი 1 076,4 კმ²-ს შეადგენს, საიდანაც 24,4% სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგია, 18,2% კი ტყეებს უჭირავს. დარჩენილი 1,7% დასახლებულია, ხოლო 55,6% არაპროდუქტიული მიწაა.

კანტონისა და მთლიანად ურნერის ალპების უმაღლესი წერტილია ფურკის უღელტეხილის ჩრდილოეთით მდებარე დამაშტოკის მთა (3 630 მ). ურის ტერიტორიაზე ნაწილობრივაა მოქცეული გლარნისა და ლეპონტის ალპები.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურის ეკონომიკის მთავარი სექტორია ტურიზმი. 2008 წლის მონაცემებით, ფუნქციონირებს 91 სასტუმრო. ამავე წელს, სასტუმროებში 145 600 ადამიანი გაჩერდა, რომელთა 67,1% უცხოელი იყო.[1]

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიდროენერგიის წარმოებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]