ბაზელ-შტადტის კანტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანტონი
ბაზელ-შტადტი
Basel-Stadt

დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი ბაზელი
შიდა დაყოფა ბაზელი, Bettingen და Riehen
კოორდინატები 47°34′00″ ჩ. გ. 7°36′00″ ა. გ. / 47.56667° ჩ. გ. 7.60000° ა. გ. / 47.56667; 7.60000
დაარსდა 1833
ფართობი 37 კმ²
ოფიციალური ენა გერმანული ენა
სალაპარაკო ენები გერმანული
მოსახლეობა 192 581 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 5 200 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი BS
ოფიციალური საიტი bs.ch http://www. bs.ch

ბაზელ-შტადტი (გერმ. Basel-Stadt) — კანტონი შვეიცარიაში. მის ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქი ბაზელი და ბეტინგენისა და რიენის მუნიციპალიტეტები.

მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია და საფრანგეთი, სამხრეთით კი ბაზელ-ლანდის კანტონი. ფართობი 37 კმ²-ს შეადგენს და ამ მხრივ უმცირესია შვეიცარიაში.

კანტონი 1833 წელს ჩამოყალიბდა, როგორც ისტორიული ბაზელის კანტონის სექცია.

ბაზელ-შტადტი ნახევრად კანტონია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სახელმწიფო საბჭოში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს. დედაქალაქია ბაზელი. ამჟამინდელი კონსტიტუცია 1889 წელსაა მიღებული.

2012 წლის მონაცემებით, კანტონის მოსახლეობა 192 581 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 56 106, მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 30,29% უცხოელია.[1] 25% კათოლიკეა, 27% პროტესტანტი, 10% სხვა რელიგიების მიმდევარია, 36% კი თავს არცერთ რელიგიას არ მიაკუთვნებს.[2]

კანტონის ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქიმიურ და ფარმაცევტულ მრეწველობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Federal Department of Statistics. (2008)Ständige Wohnbevölkerung nach Staatsangehörigkeit, Geschlecht und Kantonen (Microsoft Excel). ციტირების თარიღი: November 5, 2008.
  2. Federal Department of Statistics. (2004)Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). ციტირების თარიღი: 2009-01-15.